Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 18 страница



* * *

სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, მამაცნო! თუ სარწმუნოებისათვის თავდაუზოგავად არ ვეკვეთებით მტერს, სულ ერთია, დავიღუპებით, იმგვარად შერცხვენილნი, რომ ჩვენი ხსოვნაც აღარ დარჩება... როგორღა შევძლებთ კვლავ გაერთიანებას, თუ ურჯულონი დაგვიმონებენ? შიში უკუვაგდოთ, გაიმსჭვალენით სიმამაცით! მეც მოვდივარ თქვენთან ერთად, დავივიწყებ ქალურ სისუსტეს, აღვივსები მამაკაცური ძალით, შევიმოსები აბჯრით, თავზე მუზარადს დავიხურავ, ხმალს შემოვირტყამ და ხელში შუბს ავიღებ, წინ გაგიძღვებით და ერთად ვიბრძოლებთ (სიტყვა რუმის სულთან რუქნადინთან შებმის წინ).

 

«დინარა», რუსული ლიტერატურული ძეგლი ( XVI ს.) – ლაპარაკია თამარზე.

* * *

სიყვარულის გრძნობაა, რითაც იზომება სიდიადე ერისა. რაც უფრო დიდია ძალა სიყვარულისა, რომელიც ერმა ჩადო თავის მგოსნის სულში, მით უმეტეს კეთილშობილია, მით უფრო ამაღლებულია ხალხი. ქართველნი ცოტანი არიან, მაგრამ რუსთაველის მოცემით შეიქნენ დიდებულ ერად.



კ. ბალმონტი

* * *

თქვენ, ვინც აქ ჩემგან იავარქმნილ ქვეყანას ხედავთ,

გული გელევათ, შიშით იგლოვთ დაღუპულ მხედართ,

... გწამდეთ, ეგ თქვენი ტანჯვა გულში მესობა ისრად;

უღელი, თქვენ რომ ეზიდებით, მეც მაწევს კისრად.

შოლტით რომ გცემენ, მეც მეხვევა სიმწრის ღვედებად,

და რაც თქვენს გულებს სერავს, მეც ის ცეცხლად მედება.

მტრად მიმიჩნიეთ! გაქვთ უფლება მიწოდოთ მტერი!

მე ვანთებ იმ ცეცხლს, რითაც უნდა იწვოდეს ერი!

მე ხომ ტირანი პატივსა მცემს, სპარსულად ვიცვამ,

მაგრამ გულით კვლავ ქართველი ვარ, ქრისტესა ვფიცავ!

მე აქ ვშობილვარ, აქ დაირწა ჩემი აკვანი,

ამ მიწაზეა ახლაც ჩემი ტანჯვის საკანი,

მასვე ჩაბარდეს, თქვენდა შვებად და გასახარად,

მონის კი არა, თავისუფალ კაცის ჭაღარა!

... თავისუფლება ან სიკვდილი! ვიხსნათ ძლეული!

რას ქვიან შიში? ის საათი იყოს წყეული,

როცა მტარვალმა ბრძანა, შევკრა ქალი და ბავშვი,

მთლად საქართველო გავირეკო შავ ისპაჰანში!

... ნუღარ გაქვთ შიში ამ ფარ-ხმალში ჩამჯდართა რიცხვის!

უზენაესმა, ვინც მოკვდავთა თავზე თმას ითვლის,

თქვენს სუსტ მოურავს დასცეს მეხი წყრომის და რისხვის,

თუ თავის მამულს და თქვენ, ძმებო, მოგექცეთ ასე,

თუ თქვენთვის ცეცხლი არ დაინთოს ჭაღარა თავზე!

დიდი მოურავი, სიტყვა მარტყოფის ველზე

ანდრეას გრიფიუსი «ქეთევან ქართველი»

* * *

... ვერც შენ გტოვებ, მეგობარო, მე ცოდვილი...

ისრაელი ჩემი დედა სამშობლოა,

საქართველო – სულზე ტკბილი დედობილი!

მე ივერთა წირ-ვარამი ჩემად მიჩანს,

ჩვენი ძმობა ფიც ვერცხლშია მოციქული...

სიონის და სინაგოგის მრევლთა შორის

მშვიდობა და შალომია მოციქული.

ორი ენა მომცა მამაზეციერმა,

ორთავ ღვთიურ საიდუმლოდ შერაცხული:

სასიმღეროდ უტკბილესი ქართული მაქვს,

სალოცავად – სათაყვანო ებრაული.

 

«ქართველი ებრაელის სიმღერა»

* * *

ებრაელობა თავის სამშობლოს – საქართველოს კი არ გაქცევია, ის თავის სამშობლოში – ისრაელში წავიდა, თან კი წაიყოლია საქართველოს უზომო სიყვარული და მადლიერება. ეს იმ ტრადიციით აიხსნება, რაც ქართველთა და ებრაელთა 2600 წლოვანი მშვიდობიანი თანაარსებობით ჩამოყალიბდა და დღისდღეობით თანამოძმეობის იდეალური მაგალითია საერთაშორისო მასშტაბით.

 

აბრაჰიმ ნირი, ისრაელი, დეპარტამენტის პრეზიდენტი

* * *

„მთაწმინდაზე ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის საფლავებს მოვინახულებდი ხოლმე. ილიასა და აკაკის ლირიზმმა და ცრელნარევმა სიცილმა განსაკუთრებული სიღრმე მიანიჭეს ახალ ქართულ მწერლობას და ამ მწერლობის ტაძარი კლასიკური სიცხადის სუფთა და თანაც მძაფრი ჰაერით აავსეს.მერე მთაწმინდა ქართულ ნეკროპოლად იქცა. ამ წმინდა მიწას ახლახან მიაბარეს საოცრად უფაქიზესი სულისა და მაღალი გონების ჩვენი თანამედროვე პოეტი გალაქტიონ ტაბიძე“.

 

კონსტანტინე პაუსტოვსკი

ცნობილი რუსი მწერალი

* * *

თამარი შთამაგონებელი სახე იყო მაშრიყ-მაღრიბის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მწერალთა, ისტორიკოსთა, მეფეთა და სარდალთა ნიჭისა და მჭევრმეტყველების გამოსავნელად. თურქ-სელჯუქთა სულთნებს თამარის უფრო ეშინოდათ, ვიდრე მრისხანე აღმოსავლეთი მბრძანებლებისა. «პოლიტიკის წარმატებამ თამარი აქცია ყველაზე უფრო პოპულარულ პიროვნებად ისტორიასა და ლეგენდებში. მისი სილამაზე აღაფრთოვანებდა ქვეშევრდომებს, მხედართმთავრებს გამარჯვებისკენ გზას უნათებდა».

 

მარიუს კანარი, ფრანგი ორიენტალისტი

* * *

...ვიცი, რუსად რომ არ ვშობილიყავ,

ქართველ კაცობას ვარჩევდი ქვეყნად!..

ევგენი ევტუშენკო

____________________________________________________________

მასალა გამოყენებულია ა. გელოვანის წიგნიდან «სიბრძნის სიმფონია»

შემდგენელი GeoLit -ის რედაქცია

mailto:geolit@inbox.ru


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 234 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.011 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>