Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 6 страница



 

ჟურნალი «მორგენლანდი», 1922

* * *

«საქართველოსაკენ მეწევა გული, მოსვენება მაქვს დაკარგული», – ასე მისწერა თავის უკანასკნელ წერილში მიხეილ თამარაშვილმა თედო სახოკიას. ორი საათის შემდეგ დიდი ქართველი მკვლევარი და პატრიოტი რაღაც ვერაგული ხრიკის მსხვერპლი გახდა: ტირენის ზღვის სანაპიროზე, რომის მახლობლად მყოფ მოძღვარს და მის მეგობარს, პროფ. ავგუსტოს შემოესმათ განწირული კაცის ყვირილი... დაუფიქრებლად გადაეშვა ზღვაში უცნობის გადასარჩენად, გადაარჩინა კიდეც, თვითონ კი დაიღუპა. ეს მოხდა 1911 წ. 16 სექტემბერს. იტალიელი მეგობრები და ქართველი საზოგადოება ერთნაირად დაამწუხრა 53 წლის სიცოცხლით სავსე მოღვაწის დაღუპვამ. პრესა გლოვობდა: «ვიტიროთ ჩვენი ღირსეული შვილი. ვიგლოვოთ ჩვენი უდროოდ დაღუპული მოძმე, გმირობის მსხვერპლი» («თემი» 1911, 40).



გლოვობდა მოხუცი მოღვაწე ივ. გვარამაძე: «... წამოგვექცა ანაზდეულად თავზე ჩვენი ციხე-ქალაქი, შეგვემუსრა კარი, გაგვიტყდა ტახტი, გაგვებნა საუნჯე, დაგველეწა კოლოფი, სიკეთე წაგვივიდა ხელიდან... უცხო ტომნი შემოგვსევიან, ეკლესიებს გვირღვევენ, მათი ჩარჩ-ვაჭრები მევახშეობით ძარცვავენ ჩვენ საწყალ ხალხსა. უნუგეშოდ ვტირი მსხვერპლსა, მამულის მცველსა...»

მ. თამარაშვილი მუშაობდა ვატიკანის, პალერმოს, ლონდონის, პარიზის, მოსკოვის, ტრაპეზუნდის არქივებში, წერდა, იბრძოდა... მასთან ერთად დაიღუპა ხელნაწერები, ბიბლიოთეკა, ძვირფასი მონაპოვარი... დარჩა დიდი მკვლევარის სახელი, მაგალითი და დიდი შრომები: «ისტორია კათოლიკობისა საქართველოში», «ქართული ეკლესისს ისტორია» და სხვ. მან ზღვა მასალა დაამუშავა, «ამ საქმეში მას ბადალი არა ჰყოლია» (შოთა ლომსაძე, «მიხეილ თამარაშვილი»). იტალიელმა მოღვაწეებმა, წმინდა იოსების კოლეგიის წევრებმა თამარადი პატივით დაკრძალეს.

1978 წ. მწერალ რეზო თაბუკაშვილის თაოსნობით, საელჩოს და იტალიელთა შეწევნით ერისკაცის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და ზეიმით მიაბარეს დიდუბის მიწას. ცხედართან იყო მთელი საქართველო. ერი გლოვობდა...

 

პრესიდან (იხ. ილ. ტაბაღუა «საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში», ტ. II.).

* * *

ქართული ეკლესიის ისტორიის შესწავლის საქმეს ფასდაუდებელი ამაგი დასდო კათოლიკე პატრმა მიქელ თამარათემ... თავისი შესანიშნავი შრომებით მან ყველა მეცნიერის გულში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა... ამ კაცში ბუნებრივად იყო შეთავსებული თავისი მშობელი ქართველი ერისთვის დამახასიათებელი ერთგულება და კაცთმოყვარეობა, გმირული თავდადება და რწმენის სიმტკიცე... იტალიის საზოგადოებრივობამ გადაწყვიტა სანტა-მარინელის ეკლესიის ეზოში, სადაც დაიკრძალა მკვლევარი, დადგმულიყო მისი ძეგლი... იტალიელთა კომისიამ თავისი გადაწყვეტილება აუწყა თბილისის საზოგადოებას.

გაზ. «ეკო დელ პონტიფიკატო...», 1911, 30. IX

* * *

აღმოსავლეთის ეკლესიებში საქართველოს ეკლესია უსათუოდ ერთი უწარჩინებულესთაგანის, არა მარტო იმ წმინდანებითა და მეცნიერებით, რომლებიც მან წარმოშვა, და სასულიერო ხელოვნების ნამოქმედარითა, რომლის ზოგიერთმა ძვირფასმა ნიმუშებმა ჩვენამდე მოაღწია, არამედ თავის ბრწყინვალებითა და ზედ-გავლენით, მრავალ უცხო ქვეყნებში რომ მიოპოვა, და აგრეთვე მუდმივი ბრძოლით, ყოველთვის რომ აწარმოებდა თავის შვილთა სარწმუნოების დასაცავად. მისი ეს ბრწყინვალე სხივოსნობა თვალსაჩინო შეიქმნა განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიის საზღვრებში, უფრო მეტად კი მთა-წმიდასა და პალესტინაში. საშუალო საუკუნეთა რამდენიმე ასი წლის

განმავლობაში მას სახელი გაუთქვა მისმა სამხედრო ძლიერებამ, საზღვარგარეთ გაფანტულ ასობით ბერ-მონაზონთა სათნოებამ, სასულიერო-საქველმოქმედო დაწესებულებებმა და მისი მწერლობის სამწიგნობრო და სასულიერო ღვაწლმა... ინებოს ღმერთმა და წარსული დიდების ხსოვნამ შთააგონოს ქართველებს, რათა დაიბრუნონ ის საპატიო ადგილი, რომელი მათ უნდა ეკუთვნოდეს იესო ქრისტეს მიერ დამყარებულ ერთადერთ მსოფლიო ეკლესიის წიაღში.

რ. ჟანენი,

ქართველები იერუსალიმში, სტამბოლი, 1921 (წიგნი ფრანგულიდან თარგმნა შალვა ვარდიძემ. – ივ. ჯავახიშვილის ბიბლიოთეკიდან).

* * *

საქართველოს წარსულში ჰქონია ისეთი პერიოდი, როცა ქვეყანა იფურჩქნებოდა, როცა ქართველთა მეფეები მთელი კავკასიის ისთმოსს – ორ ზღვას შუა მდებარე მხარეს განაგებდნენ – ტამანის ტალახიანი ვულკანებიდან ვიდრე მარად ცეცხლოვან ბაქომდე, ბეშთაუს ხუთი მთაგრეხილიდან ვიდრე სომხეთის ზეგნის სიღრმემდე გაშლილ ვრცელ ქვეყანაზე ბატონობდნენ.

პროფ. დ-რი კარლ კოხი «მოგზაურობა საქართველოში», 1847

* * *

საქართველო ძველთაგანვე ცნობილი კლასიკური მიწა წყალია... ჯერ კიდევ სამი ათასზე მეტი წლის წინათ იყო მაღალი კულტურის ქვეყანა, შემდეგ მტერთა სათარეშოდ ქცეული, არაერთხელ გაპარტახებული და კვლავ გამოცოცხლებული, აყვავებული.

კარლ კოხი

* * *

მიწიერი სამოთხის – საქართველოს ლაღ მკვიდრთა შუბლზე წარსული ძნელბედობის კაეშნის ღრუბლად წვება, მაგრამ სახე ებადრებათ დიდების დღეთა გახსენებაზე, რაც ყოველ ნაბიჯზე იცნობა. ქართველი უფრო მხიარულად გამოიყურება, ვიდრე მისი რომელიმე კავკასიელი თანამოძმე... მაგრამ რა დაღვრემილი გამოხედვაც არ უნდა ჰქონდეს, ქართველი კაცი მაინც მშვენიერია გარეგნულად და მის გამოხედვას სავსებით ეხამება მისი ჩაცმულობა.

რობერტ კერ პორტერი, «მოგზაურობა საქართველოში 1817-1820 წლებში», I.

* * *

საქართველოს ვრცელ აღწერას აქ არ შევუდგები. არის საგნები, რომლებიც კაცმა თავისი თვალით უნდა ნახოს, სიტუაციები, რომლებიც თვითონ უნდა განიცადოს, სიტყვით ან ფუნჯით მათი გადმოცემა შეუძლებელია.

ალ. პეცჰოლდტი, «კავკასია» (1863-1864)

* * *

განცვიფრებული ვარ სვანეთის მთების სიდიადით. სვანთა გაცნობას კი ამ მწვერვალებზე ასვლას ვადარებ. მათ აუშენებიათ ეს მონუმენტური კოშკები, თავისუფლების ბურჯები.


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 234 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.008 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>