Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 16 страница



პროფ. გიორგი კლიმოვი, ენათმეცნიერი

* * *

დედაჩემმა კარგად იცოდა ქართული ენა, უყვარდა ქართული სიტყვა, მუსიკა, და სულ იმეორებდა: ერის უპატივცემლობა იქნებოდა იმ ხალხის ენის უცოდინარობა, რომლის ქვეყანაშიც დაიბადე და გაიზარდეო. პირველი გაკვეთილი, რაც საქართველომ მომცა, იყო ნიჭისა და ადამიანური სულიერი მშვენიერების გაკვეთილი.

ლიდია ლებედინსკაია, რუსი მწერალი

* * *

მე უწინაც გწერდით ლესელისეძე, შესანიშნავ ქართველ გენერალზე. ახლა ის ცოცხალი აღარ არის და ჩემი გული მწუხარებით ივსება.

ვლადიმერ პერტინი, ომის ვეტერანი

* * *

პაატა ბურჭულაძე ბუმბერაზია. უსმენ და ტანში ჟღრუანტელი გივლის. მისი ჯუფთი მომღერალი დღევანდელ მსოფლიოში არ გვეგულება.

ფრანგული პრესა. 1988

* * *

«რუსთავის» გამოსვლა გერმანიაში ფანტასტიკურია. ჯეროვანი სიტყვები ვერ გიპოვია... ბედი ჰქონია, ვინც ქართველთა ცეკვა-სიმღერა ნახა და მოისმინა.



დასავლეთ გერმანიის პრესა. 1988

* * *

კარი გაიღო. დეპეშაო? აბა საიდან?

დროა აჩქარდე! დრო ისარზე უსწრაფესია.

სულ მოკლე ხანში შენს ოცნებას სურამს ჩაიტან,

სადაც ცხოვრობდა და იწვოდა დიდი ლესია:

«ძეგლის აღმართვის დრო დადგაო! აბა გელიან!» –

რა ბედნიერი ქალი იყო აბაკელია!

ჩქარობს თამარი. ქანდაკება თუმცა მზად არის,

უკანასკნელად, ერთხელ კიდევ შეხედოს უნდა...

ნეტავ, თუ არის სახე, მგოსნის სახის სადარი?

მკაცრად ახედა, დააკვირდა და შემობრუნდა.

ჩქარა მანქანა! უკვდავთა გზა უნათლესია –

თავის სურამში მიაქროლებს უკვდავ ლესიას!

პავლო ტიჩინა,

«თამარ აბაკელია მუშაობს ლესია უკრაინკას ძეგლზე».

* * *

შოთას ქნარი თავისიანთ

ახლად უხმობს სასახელოდ –

იმ სიმღერით აგივსიათ

მშობლიური საქართველო.

ო, მამაცო მეგობრებო!

გაქებთ გულით ალალითა.

არარატი გემოყვრებით

ჩემი საძმო სალამითა.

ჰოვანეს თუმანიანი

* * *

ბევრი თუ იყო, სიყვარულით მასავით სავსე,

ვისაც ხალხისთვის თავდადების ჰქონდა უნარი,

თავისუფლების გულისთვის რომ იბრძოდა ასე,

ქოხში ლამპარი შემოჰქონდა გაუხუნარი?

«ბევრი არ იყო, სიყვარულით მასავით სავსე».

კოსტა ხეთაგუროვი

«მ. ზ ყიფიანის გარდაცვალებაზე»

* * *

მასწავლებელ თამარ ბოკუჩავა-გაგულიას «ინტერნაციონალიზმი» არაფრით განსხვავდება ცარისტული «ჰუმანიზმისაგან». როგორ, ქ-ნო თამარ, ქართველმა ქალმა, აფხაზთა რძალმა, შვილებს დედაენა წაართვით? ეს ქრისტიანული წესით უდიდესი ბოროტებაა! თქვენ პასუხი უნდა აგოთ აფხაზი და ქართველი ხალხების წინაშე, რადგან ყველა ენაზე, მათ შორის «ოქტომბრის ენაზეც», მკვლელს ცოდვილი ეწოდება. ვაი რომ საქართველოში დატრიალებული ბოლო ტრაგედიების მიზეზიც ასეთი «ინტერნაციონალიზმია»! ძვირფასო ქართველო ქალებო, მე ხანდაზმული ბერძენი ქალი ვარ, პატრიოტობას ვერავინ მასწავლის და ვაკურთხებ თქვენს მოძრაობას... მე მეყოფა ძალა ავზიდო ჩემი ბებერი სხეული იმ სამსხვერპლოზე, საითაც ჩემი ქართველი ძმები, დები, შვილები და შვილიშვილები მიეშურებიან.

ეფემია ერილიდი-საჯაია

ბერძენი მოღვაწე ქალი

* * *

იყო გმირი ხალხი,

ბრძენი ჰყავდა მმართველი,

ამიტომაც შერჩა

ამ ქვეყანას ქართველი.

სომხური სიმღერიდან

* * *

მინდა სიმღერით ვიღაღადო განცდა ახალი,

მაღალ მწვერვალებს შევაგებო სიტყვა მაღალი,

და თუ მდუმარებს დღეს მთის გულში ჟამთა მწერალი,

ვერ გასწორდება განა წელში ლაღი მწვერვალი? –

ორათასწლოვან მხარეს შეძრავს მეხთა ქუხილი,

რათა დათრგუნოს საქართველოს ყველა წუხილი.

კონსტანტინე ბალმონტი

* * *

ჩემი მორიგი ჩამოსვლა თბილისში მძიმე ვითარებამ განაპირობა. ის, რაც აქ მოხდა 9 აპრილს, შემზარავი დანაშაულია. ჩვენმა შვილებმა ჩვენივე შვილები დახოცეს. ძირფესვიანად უნდა შევისწავლოთ ამ ტრაგედიის ყოველი ნიუანსი. აქვე მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა სიმპათიები ქართველი ერის მიმართ. ეს ის ხალხია, ვინც ისტორიის რთულ ქარტეხილებს გაუძლო და დღემდე შეინარჩუნა თვითმყოფობა, მაღალი კულტურა.

აკად. ანდრეი სახაროვი

* * *

მას შემდეგ, რაც თბილისის 9 აპრილის ტრაგედია ეკრანზე ვნახე, ჩემი გამოსვლა მეტად ძნელია. დიდი სირცხვილის გრძნობას განვიცდი. მრცხვენია რომ ჩვენს დროში ჩვენმა არმიამ ასეთი საზარელი რამ მოახდინა. არის სხვა გრძნობაც: სიამაყე ჩვენი ჟურნალისტიკისა, ცემის მიუხედავად რომ ეს ტრაგედია გადაიღეს.

აკად. დიმიტრი ლიხაჩოვი

* * *

თბილისში დამსჯელი ჯარის შემოსევის შედეგად გარდაიცვალა ოცდამეერთე, საშოში მყოფ ბავშთან ერთად.. ჩადენილია ვანდალური დანაშაული. ვის სჭირდება სისხლით მოპოვებული «წესრიგი და მშვიდობა?»

ალექსი სერგეევი

* * *

მსხვერპლი მეტია, ვიდრე აცხადებენ. ჯარისკაცებზე დუმან. სამგლოვიარო პროცესია წყნარად მიდიოდა ტანკების შორის.

გაზ. «ჰელსინკ სანომატ», 13.04.89

* * *

თბილისის დარბევა ერთ რიგში დგას ჩერნობილთან, არალთან, სუმგაითთან, ბაიკალთან. რა გარანტია გვაქს, რომ ის არ გაგრძელდება?

დ. ხუდონაზოროვი, დეპუტატი

* * *

სასტუმროს ფანჯრიდან ვხედავდით იმ დილით თბილისში დატრიალებულ საშინელებას. მშვიდობიან დემონსტრანტებს შორის იყვნენ თავისუფლებისათვის თავდადებული ქალებიც და იმის ნაცვლად, რომ ჯარისკაცებს ისინი დაეცვათ, ხალხს კეტებითა და ორლესული ბარებით დაერივნენ. ჩვენთანაც ამოცვივდნენ მხეცებივით. ეს იყო საშინელი ხოცვა-ჟლეტა. მილიცია ვერფერს გახდა.

«ილტა სანომატ» ფინური გაზეთი

* * *

თბილისში გამოიყენეს ძლიერი ქიმიური აგენტი, რომელიც მხოლოდ პირველ მსოფლიო ომში იქნა გამოყენებული. 1916 წ. ჯარისკაცებმა ხალხს პირდაპირ ცხვირში შეასხურეს «სი-ესით» ცნობილი გაზი. ოთხი ადგილზევე გარდაიცვალა, უმრავლესობა კი მოიწამლა ან ბარებით აჩეხეს. 543 გასინჯული პაციენტიდან 25 მძიმე მდგომარეობაშია. ამერიკელმა ექსპერტებმა ჩამოიტანეს ვიდეოფირი, ამ გაუგონარი დანაშაულის ამსახველი ფირი.


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 224 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.013 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>