Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 5 страница



ო. გ. ფონ ვეზენდონკი

* * *

ამაყ ქართველ ქალებსაც შეუძლიათ თავი ამორძალთა შთამომავლად ჩათვალონ. საქართველოს ჰყავს პალიტრის მანდილოსანი ოსტატები, მსახოიბი ქალები, მოცეკვავეები, მაგრამ ამ ხალხის ბუნებრივი ნიჭი განსაკუთრებით სიმღერაში იფურჩქნება. ქართული ხალხური მელოდიები თავიანთი უზადო ჟღერადობით მსმენელს აჯადოებენ, და კიდევ უფრო ამაღლებულია მათი ჰარმონია, როცა გუნდი მღერის. მრავალი ტალანტი იფურჩქნება ერის ცხოვრების ყველა სფეროში... ხალხურ თქმულებებსა და სიმღერებში დღესაც ცოცხლობს ბრძენი, მშვენიერი თამარი და მისი კურთხეული დრო, საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების მწვერვალი, ერთნაირად დიდებული ომში, მშვიდობაში და სახელმწიფოს ცხოვრებაში. თვით თამარი დიდად განათლებული და ხელოვნების გაფურჩქვნისათვის მზრუნველი მეფე ყოფილა.



 

ო. გ. ფონ ვეზენდონკი

* * *

ქართველთა მშვენიერება ხომ საანდაზოდ ქცეულა! ქართველთა შორის არანაირად არაა მოსალოდნელი რაღაც აზიზად ჩამტკბარი მშვენიერება, რასაც XVIII საუკუნის სპარსელ მხატვრებთან ვხვდებით. არა, ქართველი კაცი უდავოდ ვაჟკაცური და შემმართებელია... თავიანთი სილამაზით ქართველები სრულიად სამართლიანად არიან სახელგანთქმულნი.

ო. გ. ფონ ვეზენდონკი

* * *

ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრა, საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა... ჩვენს წინაშე მოულოდნელობით აღსავსე ახალი სამყარო გადაიშალა.

 

ბერტა ფონ ზუტნერი (1843-1914),

მოგონებანი. ბერტა ფონ ზუტნერი და არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი (1850-1902) ავსტრიელი მწერლები იყვნენ (ცოლ - ქმარი საქართველოში ცხოვრობდა 1876-1885 წლებში), არაერთი ნაწარმოები უძღვნეს საქართველოს (მოთხრობები, მემუარები, ნარკვევი რუსთაველზე - არტურ ზუტნერისა, და სხ.) დაწვრილებით - ნ. კაკაბაძის და ნ. რუხაძის წიგნში - «კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში.»

* * *

რუსთაველი უდიდესი სიყვარულით ეკიდებოდა თავის მთავარ საქმეს. პოემას თავიდან ბოლომდე გასდევს ერთი მთავარი აზრი: ამაღლებული, წმინდა და მტკიცე სიყვარული. რომანის ეპიზოდები დახატულია უაღრესად ნათლად. მკითხველი იოლად აღიქვამს გმირების გონიერებასა და მშვენიერებას. გმირთა გამოკვეთის საშუალებები მოგვაგონებს ოთხი საუკუნით დაშორებულ ტასოს ხერხებს... სადაც არ უნდა მიმდინარეობდეს მოქმედება, «ვეფხისტყაოსანი» იყო და იქნება ქართული ნაწარმოები. ის მაღლა დგას «როლანდზე» და საერთოდ ვერაფერს ამნაირს იოლად ვერ იპოვით დასავლეთის ლიტერატურაში.

 

არტურ გუნდაკარ ზუტნერი

* * *

ინგლისში ვამაყობთ იმით, რომ მთელს მსოფლიოში რუსთაველის შემსწავლელთა შორის პიონერებად ვითვლებით... რით აიხსნება პოემის ასეთი პოპულარობა? იმით, რომ რუსთაველი აერთიანებს უშუალო ადამიანურ განცდებს ღრმა ფილოსოფიურ გაგებასთან... «ვეფხისტყაოსანი» მარტო სასიყვარულო ამბავი არ გახლავთ. ეს არის ჰიმნი მეგობრობისა, ერთგულებისა, მაღალი მისწრაფებებისა. იშვიათად სადმე ყოფილა პოეტური ხედვა ასე ფართო, ყოვლის მომცველი და მშფოთვარე, იმდენად აბობოქრებული, რომ თითქოს ეს-ეს არის სამყარო უნდა შეეჯახოს რაღაცას, აღრიოს ის პირველყოფილ ქაოსში. მაგრამ დიადი პოეტის შემოქმედებითი სუნთქვა აშოშმინებს ამ აზავთებას, დაჰყავს ის მკაცრ ჰარმონიულობამდე...*

 

დევიდ მარშალ ლანგი,

ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, ქართველოლოგი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, აქვს ბევრი შრომა ქართულ კულტურაზე, სიტყვით გამოვიდა რუსთაველის ძეგლის გახსნაზე ახალციხეში, თბილისში და სხ. (1966 წ.).

__________

* თავის შესანიშნავ სიტყვებში და ნარკვევებში ინგლისელი მეცნიერი ჩინებული ალღოთი შენიშნავს რუსთაველის სიდიადეს, აჰყავს მსოფლიო ჰარმონიის მესადუიმლეთა რანგში; ყველა სხვა უცხოელი და ქართველი მკვლევარიც ხაზს უსვამს პოემის ფილოსოფიურ სიღრმეს, და მხოლოდ უვიცთა თვითნებობით შეიძლება აიხსნას რუსთაველის სახელის ამოღება ფილოსოფიური ლექსიკონის ბოლო გამოცემებში, რაც ქართულადაც ითარგმნა.

* * *

საქართველო – საოცრებათა ქვეყანაა, ცათა სწორი კავკასიონის მწვერვალებით, მშვენიერი ხალხით, რომანტიკული ციხე-ბურჯებითა და ქალაქებით, იშვიათი ლეგენდებითა და მძლავრი ისტორიული ტრადიციებით.

აქ აზიდულა პრომეთეს ამაყი მთა, ღრუბლებს ახევს მისი მწვერვალი, აქაა წარღვნისმერმინდელი ხალხის აკვანი დარწეული.

აქ მომხდარა მსოფლიოს შემძვრელი დიდი საქმეები, აქ გამართულა ბევრი გადამწყვეტი ბრძოლა. აქ გადიოდა ყველა ძველი ხალხის დამაკავშირებელი საქარავნო და საცალფეხო გზები, აქეთ ისწრაფვოდენ ძველად და შუა საუკენეებში გამოჩენილი სარდლები და დამპყრობლები, უხსოვარ წარსულშიც და რომანოვების მეუფების ჯამსაც.

აქ დამარცხდა პირველად ნიმვროდი, ბაბილონის სამეფოს დამფუძნებელი ბიბლიური გმირი, და აქვე ნახა სამარე. ძველ კოლხეთში უვლიათ არგონავტებს, დამარცხებულნი გაბრუნებულან, ასევე დამარცხდა ცბიერი ოდისევსი.

კავკასიაში გაუვლიათ სკვითების ურდოებს, აქ ულაშქრია მძლე კიროსს, ალექსანდრე მაკედონელს. აქ მეფობდა მითრიდატე. აქ გაავრცელეს ქრისტიანობა ყოველ ხალხზე უწინარეს ნინომ და გრიგოლმა...

აქ დაძრულა დიდი ნაკადები ხალხთა დიდი გადასახლების ჯამს, უმსხვერპლია ყველა კულტურა, ვაჭრობა, მეცნიერება, მაგრამ სამუდამოდ კი არა.

 

ბერნჰარდ შტერნი

* * *

ძველი კოლხეთი!

ბრწყინვალე, საოცრად ბრწყინვალეა ეს ქვეყანა კურთხეული! ის ემსგავსება უზარმაზარ სასმისს, რომელიც ბუნების გენიებს უტკბილესი ბადაგით აუვსიათ, რათა ხალხები გაეხარებინა... საითაც არ უნდა გახედო, ვერსად იხილავ შიშველ ქვას, შიშველ კლდეს. ყველაფერი მწვანითაა დაფარული.

 

ბერნჰარდ შტერნი, 1896

* * *

 

ძველი ქუთაისის ღრმად შთამბეჭდავი ხელოვნება, არქეოლოგია თვალნათლივ გვიჩვენებს ძველ საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლის - ქუთაისის მონუმენტურობას. არა ოდენ ამისათვის ატარებს გულში საქართველო ქუთაისის. ესაა მისი განძსაცავი, ერის საუნჯე, მარად ერის დიდებისა და ერთიანობის იდეის სიმბოლო.


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 296 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.01 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>