Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 7 страница



ვილემ ჰეკელი, «მზიური კავკასია», 1959

* * *

მეც მინახავს ტურფა მხარე, ნათელი და ცხოველი,

სადაც მეფობს სიყვარული და სიკეთე ყოველი,

ცა და მიწა ზეიმობენ მშვიდობას და სიამეს,

ვერ გაუდგამს ვერსად ფესვი დავასა და სიავეს.

... კლდის ზეთავზე ძველი ციხე იდგა, გმირთა ნაგები,

რომ დაეცვა საქართველოს სილამაზე ნაქები.

მთიდან მთამდე გაზიდულა მისი მტკიცე კედელი,

ოდინდელი იმედი და ელდა განუწყვეტელი...

ფრიდრიხ ბოდენშტედტი,

პოეტი და სწავლული. «ათას ერთი ღამე აღმოსავლეთში», 1844

* * *

საქართველოს დედაქალაქი მუზებისა და გრაციების უმაღლესი სასწავლებელია.

 

ფრიდრიხ ბოდენშტედტი

* * *

სვანები, რომლებიც თავიანთი ქართველი ძმებისაგან ენით, ჩვეულებებით და ცხოვრების ნირით თითქოს გამოირჩევიან, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ არა იმდენად ისტორიული მნიშვნელობით, რამდენადაც იმით, რომ ბუნების მრისხანებით განკიდეგანებულს საუკუნეების განმავლობაში შეუნარჩუნებია ეროვნული ნიუანსები, ხასიათი, სიმტკიცე, რაც ყოველ მოაზროვნე ადამიანს გააოცებს.



ფრიდრიხ ბოდენშტედტი

* * *

ქართველები – კოლხები, კახელები, იმერლები, გურულნი, მეგრელნი, სვანები და სხვანი ერთ მშობლიურ ენაზე – ქართულად მეტყველებენ დასაბამიდან და ეს იყო მათი ენა აყვავების ხანაშიც, როცა კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, თერგიდან არაქსამდე მეფობდნენ.

 

ფრიდრიხ ბოდენშტედტი

 

* * *

მტკვრის ქალაქო, სავანეო სიუხვის და სიყვარულის,

დარჩეული ქალ-ვაჟი გყავს, ხარ სიკეთის მაგალითი!

ზღვაო ჩემთა სატანჯველთა, ზღვაო ჩემი სიხარულის,

რომლის ფსკერზეც მიპოვნია ბევრი სიბრძნის მარგალიტი!

 

ფრიდრიხ ბოდენშტედტი

* * *

სვანთა სტუმართმოყვარეობა ისევე წმინდაა, როგორიც ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც უცხოელთა მიმოსვლა იშვიათია... სისხლის აღება აქ სულაც არ ითვლება საძრახისად. მეტიც: ის გაკეთილშობილებულია ადათ-წესებით და კანონ-სამართალით... აბა რა არის იმაზე ბუნებრივი, რომ სადღაც ადამიანის დაცვა კანონს არ შეუძლია, ადამიანი თვითონ უნდა გამოდიოდეს თავისი გამარჯვების იმედით!...

სვანები ბუნებამ განსაცვიფრებით ფიზიკური გამძლეობით, ტანადობით და ნიჭით დააჯილდოვა. სვანი თავდაჯერებული, მხიარული, ამაყი და სანდოა, თუ მასზე გამხრწნელად არ იმოქმედებს ჭირი და უბედურება.

ფრიდრიხ ბოდენშტედტი

* * *

საქართველოვ, მშვენიერო ჩემო მხარევ!

შენს დიდებას ვერ დაფარავს ჟამთა რიდე,

ძველთაგანვე განთქმულიხარ კიდით-კიდე,

უკვდავ მგოსნებს უმღერიათ ქება შენი,

ვაჟკაცობა გქონდა ღმერთთა შესაშვენი.

საქართველოვ, მშვენიერო ჩემო მხარევ!

სწორედ შენზე დაბერტყილა უფლის კალთა,

შენს წალკოტში დადის გუნდი ტურფა ქალთა,

სილამაზით მათი მსგავსი არსად არი,

არც ყოფილა ქვეყნად მათი დასადარი...

ფრიდრიხ ბოდენშტედტი

* * *

ძლიერი და დალოცვილი მხარე იყო კოლხიდა

მის წყაროებს ჩამოჰქონდა მარგალიტი და ოქრო,

მის ბორცვებზე, გაშლილიყო ხეხილი და ვენახი,

მის ნაკადებს მიაპობდნენ დატვირთული გემები.

ქალაქები შენდებოდა მის დალოცვილ მიწაზე,

ჩუქურთმებით მშვენდებოდა ტაძარი და სასახლე,

და ქვეყანა ერთიანი ბაღი გეგონებოდათ...

ფრიდრიხ ბოდენშტედტი

* * *

ურარტუს ენის გაგება შეუძლებელია ქართულის გაუთვალისწინებლად.

ფრანსუა ლენორმანი (1837-1883)

დიდი ორიენტალისტი, სორბონის პროფესორი, არქეოლოგი

* * *

ტიტან პრომეთეს არაერთმა შთამომავალმა

მოსტაცა ღმერთებს უკვდავების ცეცხლი ციური.

რამდენი ხელი წაეტანა ციურ ნაპერწკალს,

ვის არ ხიბლავდა ხალხის ბედის ვარსკლავმორბედი!

ტიტან პრომეთეს დიდებულმა შთამომავლობამ

გაიზიარა ღვთაებრივი წინაპრის ბედი:

ტანჯვა, ბორკილი, დამცირება, განდევნილობა,

ადრე სიკვდილი ველურსა და უცხო მხარეში.

ახლაც ასეა, მეგობრებო! მეფობს წყვდიადი.

ხმა აღიმაღლეთ! საშინელი სუფევს ქაოსი.

თავისუფალი, გაბედული მესმოდა ხმები,

ვითარცა ტყეთა, სალთა კლდეთა გამოძახილი.

ახლა ის მიწყდა, და დუმილი მზარავს უმეტეს,

მაგრამ მგონია, გავხდი, ძმებო, იმად, რაც ვიყავ,

პრომეთეოსის ქედუხრელი შთამომავალნო.

არა, არწივი არ კორტნიდა თქვენს მკერდს არასდროს,

თვით ასპიტები გისერავდნენ, მამაცნო გულებს.

თქვენ არ ყოფილხართ მიჯაჭვული კავკასიონზე,

რომლის გვირგვინი დათოვლილი ციმციმებს შორით

და მთელს ქვეყანას მოაგონებს პრომეთეს ტანჯვას!..

ჩვენო მტარვალო უმზაკვრესო! ტყუილად არ გაფრთხობს

რკინის მუსიკა ჟანგმოდებულ ბორკილებისა!

შენ გეშინია, ის უწყალო ხმა შემზარავი

თვით შენს ქვის გულსაც რომ მოხვდეს და ორად გააპოს...

ძრწოდე! ამ ხმაზე, როგორც შორის გამოძახილი,

თავისუფლების, სიმამაცის ისმის ქუხილი...

და შენს უსაზღვრო ძალადობას საზღვარს დაუდებს

უკანასკნელი შეძახილი: «სიკვდილი ჯალათს!»

ლესია უკრაინკა, «ფიანტ ნოქს» 1896 წ.

* * *

იმ დიდი ისტორიული უკუღმართობის ჟამს თავისუფლების მოყვარე ქართველმა ხალხმა ბედის ჯიბრზე კიდევ უფრო განავითარა და აამაღლა გაძლების ხელოვნება.

ჰანს კასპარი, «პრომეთეს სამშობლო»

* * *

ბიზანტიური ხელოვნების გაგება შეუძლებელია, თუ არ გავითვალისწინებთ სირიის, საქართველოს და სომხეთის ხელოვნებას, რომლებიც საფუძვლად დაედო ე.წ ელინისტურ ხელოვნებას.

აკად. დიმიტრი აინალოვი (1862-1939)

ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, შალვა ამირანაშვილისი მასწავლებელი

* * *

გრიგოლ რობაქიძის რომანის სახით ჩვენს წინაშე წარმოდგა უცნობი – ქართველები. ეს ძველისძველი ერია, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე შეხვედრია თავის ლაშქრობებში, და თავისდა საბედნიეროდ არ მოქცეულა თურქული და სპარსული ზეგავლენის ქვეშ... ეს ერი დედამიწის ერთ-ერთ უშესანიშნავეს გარემოშია ჩარგული, სახელი განუთქვამს თავისი სიმღერებითა და ლეგენდებით, და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისათვის. ამ წიგნიდან გავიგე, რაოდენ მდიდარია ეს ერი მისტიკური ძალებით, რაოდენ აღსავსეა ჰეროიზმით და ამავე დროს რა გატაცებულია თანამედროვე იდეებით. ახლა ჩვენს წინაშე სრულიად ახალი და საოცრად მიმზიდველი სამყარო წარმოდგა, რადგან ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ერი ნამდვილად მხოლოდ მას შემდეგ არსებობს, როცა აღწერას და მოყოლებას იწყებს. ამ რომანში... არის რაღაც ქაოტური, ძველისძველი ლეგენდებიდან და ბალადებიდან ამოკრებილი ცეცხლოვანი ზოლები ორნამენტულად არის ჩაქსოვილი მოთხრობილი ამბების ხალიჩაში... მე ამ წიგნმა მსოფლმხედველობა გამიფართოვა... ფანტაზიას უფრო და უფრო ხიბლავს აღმოსავლეთის მეწამული რიჟრაჟით გაშუქებული ტაშკენტი და თბილისი... ეს არის წიგნი, რომელიც ძლევამოსილად ამტკიცებს, რომ ჩვენს... მეცნიერულ სამყაროში მითოსს შემოქმედებითი არსებობა ისევ ისე გრძელდებოდა.


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 227 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.013 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>