Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 14 страница



როზემარია კულინგ-ლიტშკე, მოგზაურობა

* * *

მე შემიყვარდა საქართველო – ქვეყანა, რომლის კარი ღიაა მეგობრებისათვის.

სლოვაკელი სტუდენტი ანდრეა ადამოვიჩა

* * *

ლიანა ისაკაძე ახალ საშემსრულებლო ტექნიკის მწვერვალებს იპყრობს, ჩვენი დროის გამოჩენილ მუსიკოსთა ნაკრების სამკაულია... თავის პარტიებს ის ასრულებს ღვთაებრივი საწმინდით და სიმსუბუქით...

«შტუტგარტერ ცაიტუნგ», 1982

* * *

რა არის ჩემთვის ქართული ენა?... ქართული ენა ისევე ბუნებრივად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც დედის სახე, როგორც ქართული ცა... ჯადოსნური გასაღებით გაიხსნა ჩემი სული, გადამეშალა დიდი ისტორიული წარსული და დიდი მომავალი. ესაა გასაღები, რომელიც გზას მიხსნის ამაყი და ვაჟკაცური, კეთილი და დიდებული ადამიანებისაკენ... ჩემს წინ ისტორიის ფოლიანტები ამეტყველდებიან, ჟღერს ქართული მუსიკა, ლექსი, საგანთა ფილოსოფიური ხედვა და სიბრძნე ერისა, ქვაში ამეტყველებული ჰარმონია, ჩუქურთმა... რომელ კონტინენტზეც არ უნდა ვიყო, თან დამყვება ქართული ენის, მუსიკის, ლექსის სიტკბო და სინატიფე...



იგორ ბონდარევი

* * *

არა ლამაზო, ნუ გამაგონებ

ქართულ სიმღერას ესოდენ მწარეს:

ამ ნაღვლიანის ჰანგით მაგონებ

სხვა ცხოვრებას და შორეულ მხარეს.

ალ.პუშკინი

* * *

ხანჯალო ჩემო რვალისაო, მიყვარხარ მეტად,

გიმზერ ამხანაგს მოელვარეს, ცივსა და მჭრელსა.

შენ შურისმგებლად ფიქრიანმა ქართველმა გჭედა,

ლაღმა ჩერქეზმა საზარელი ბრძოლისთვის გლესა...

მიხ. ლერმონტოვი

* * *

ადგილი წმინდა და სასურველი!

ანგელოზები, ჩანს იქ სახლობენ...

ო, როგორ მინდა იქ ვიყო ახლა,

მყუდრო სენაკში, ღრუბლებზე მაღლა –

შეფარებული ღვთის სიახლოვეს!

 

მიხ. ლერმონტოვი

«ტაზარი ყაზბეგის მთაზე», თარგ. ტედო ბექიშვილის

* * *

თეთრი მთიდან მოჩუხჩუხებს, მოჩხრიალებს თერგი,

კმაყოფილი უნდა იყოს ის თავისი ბედის.

მღერის გულით, მღერის ლაღად, ამაყი და კერპი,

მღერის დღე და მღერის ღამე, ზღვას სიმღერით ერთვის.

მაღალია მყინვარწვერი, ზვიადი და ურჩი,

უდეგარი შვილი არღვევს მის დათოვლილ კალთებს,

თითქოს ისიც ხალხის ხელმა ხატა ოქროს ფუნჯით,

ფართო გზაზე გაიყვანა და იმედით ანათებს.

დადექ, თერგო, და უსმინე ადამიანს, თერგო...

ჩემს მშობლიურ ალბანეთშიც გყავს ერთგული დები;

ჩემი მთების ასულებსაც შენი ბედი ერგოთ.

საქართველოს სალამს ვეტყვი, იხარებენ მთები –

სკანდერბეგის ერთან მინდა ძმობა შეკრა, თერგო!

ალექსი ჩაჩი, ალბანელი პოეტი

* * *

პუშკინი თავის ქმნილებებში უფრო ცეცხლოვანი და მგზნებარეა იქ, სადაც მისი კალამი სამხრეთს შეეხო. ის გამსჭვალულია კავკასიის სანახებით, სამხრეთის ცით მშვენიერ საქართველოს ჭალებითა და ყირიმის საოცნებო ღამეებით.

ნიკოლოზ გოგოლი (1809-1852)

დიდი რუსი მწერალი, კრიტიკული რეალიზმის ფუძემდებელი

* * *

თქვენ სალამი, თქვენ დიდება,

თოვლიანო მთებო!

ზეცის მადლი ეფინება

თქვენს ჭაღარა თავებს...

... თქვენ – დიდება! არ დანებდეთ

მოძალადე სვავებს...

* * *

და სიმართლეც არ მოკვდება,

ვერ ჩაკლავენ ლაღებს;

რაგინდ ხარბი გული გქონდეს,

ვერ გადახნავ ტალღებს.

ტარას შევჩენკო (1814-1861)

დიდი უკრაინელი პოეტი, მხატვარი. თარგ. კ. ლორთქიფანიძისა

* * *

ფიროსმანაშვილის ერთ-ერთი სურათი წარმოადგენს ირემს – ხალხის საყვარელ ცხოველს, რომელიც ვარდის ბუჩქებში გაზრდილა. მასში ჩაქსოვილია სული და გული მოხეტიალე მხატვრისა.

არმან ლანუ, 1913 წ. ფრანგი მოღვაწე, მწერალი, რომანისტი

* * *

ბევრი რამ არის ფიროსმანასვილის შემოქმედებაში ფანტასტიკური, გამოუცნობი, ირაციონალური... ამ კოლიზიებში იფარება მისი მდიდარი სულიერი ცხოვრება... მის ხელოვნებას ჩვენი გონება მთლიანად ვერასოდეს ცასწვდება, ამიტომაც მარად მიმზიდველ გამოცანად დარჩება ჩვენთვის.

ერასტ კუზნეცოვი

ფიროსმანის კაპიტალური გერმანული გამოცემის ვრცელი წინასიტყვაობიდან. 1983

* * *

მეფე ვახტანგის წიგნს ვფურცლავდი ხსოვნაში კვალად,

და წარსულისკენ მიმაფრენდა ფიქრი ნარნარი.

აჰა, ვეწვიე კოშკის ნანგრევს დიდი თამარის,

ლანდების საფარს, დრო-ჟამთაგან ქმნილს იავარად...

იაკობ პოლონსკი (1819-1898), ცნობილი რუსი პოეტი,

«ბედა მქადაგებლის» ავტორი, აქვს დიდი ციკლი საქართველოზე. თამარის ერთ-ერთი ციხე დაუთვალიერებია ქუთაისთან 1846 წ.

* * *

მოჩანს ვარდციხე მწვანე ფოთლის ტევრით ფარული.

ზის ოქროს ტახტზე მეფე თამარ მირონცხებული.

შორიდან ისმის ტაიჭების ფლოქვთა თქარუნი,

ციხის კარებთან ბუკის ცემა გამძაფრებული.

მოდიან ზრდილი თავადები ლაღი სიმშვიდით –

სალამს ჰკადრებენ თამარ მეფეს კრძალვით და რიდით...

... გამოირჩევა მათში ერთი რაინდი ლაღი,

ბიზანტიური სამოსელით – მიმზიდველ სახით.

იგი დგას მშვიდად, მეოცნებე, თვალ-სხივოსანი.

რისთვის მოსულა სასახლეში ნეტავ მგოსანი?

იგი ივერთა მეფის ნაცვლად თამარში ხედავს

ხატებას ღვთიურ სიტურფისას, მომხიბლავს მეტად.

(თამარი თავის მგოსანს – შოთას სთხოვს, სატრფიალო ლექსებს მოეშვიო)

* * *

«წავალ – მშვიდობით! – შემარცხვენელ ჯილდოს გარეშე –

მე დავამთავრებ ჩემს ქმნილებას უცხო მხარეში.

იგი იცოცხლებს ხალხში სიბრძნის სხივთა მგზნებელი,

შენთვის დიდების, უკვდავების მომნიჭებელი».

ი. პოლონსკი, «თამარი და შოთა»,

თარგ. ხარიტონ ვარდიშვილმა

* * *

«... მესმის «ვეფხისტყაოსანი» – ჯადოსნური ქნარი,

სიყვარული მესტუმრა და მე დავხურე კარი».

გულანთებულ გურამიშვილს მოეწონა თქმული

და რუსთველის სტრიქონებით გაუხარა გული...


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 275 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.015 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>