Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 9 страница



იქნებ ძლიერთა რისხვამ გაგაგდო, დაგათმობინა მშობელი მხარე,

რადგან, თვით მეფე, ტახტთან იდექი ძლიერ ახლოს და შეშურდათ შენი?

ყველა აუგზე ამაღლებული, მამულის ტრფობით გულანთებული,

შენ სიყვარულით ასხივოსნებდი და განანათლე არსი ყოველი.

შენი სიუხვით მოჰფინე შუქი, ფერთა სისავსით შეკარი შვება,

სამი გვარ-ტომის, სამი მბრძანებლის საძმო კავშირი შეადუღაბე.

ბერძენთა სიბრძნით რომ ხარ ნაკვები, იცი სპარსეთიც და არაბეთიც –

ძალუმი ნებით შეაკავშირე აღმოსავლეთი და დასავლეთი...

ჰერმან ბუდენზიგი

(დაიბ. 1893 წ.) გერმანელი პოეტი, «ვეფხისტყაოსნის» მთარგმნელი. «რუსთაველი»

* * *

საქართველოს ბაღ-ვენახში

ახლა მწიფე ყურძენია,

ბაღ-ვენახში, სადაც სიოს

მზის აკვანი ურწევია,

ჩათაფლული, ჩაშაქრული

ღვინით ქვევრი ავსებულა,

დაშვებულა მზე მიწაზე, ბაღი გაკაშკაშებულა,



საზეიმო ჰანგი დაააქვს

კიდით-კიდე ფრთამალ სიოს,

და დაჰხარის ზეცის თვალი

სხივთა მთოველ კავკასიონს...

ჰელმუტ პრაისლერი, გერმანელი პოეტი (დაიბ. 1925 წ.).

* * *

აღსასრულისა დადგა საათი!

მუსრავს დედოფალს შაჰის ჯალათი!

რა მტკიცედ შეხვდა ქვეყნის მშვენება

მოწამის გვირგვინს, დიდების ღირსი!

მზის ამოსვლას და მზის ჩასვენებას

ემსგავსებოდა სიცოცხლე მისი.

როგორ ამაღლდა, სულით ძლიერი,

ცეცხლის ტახტიდან, ტანჯვის ველიდან

მარადიული შუქის მხარეში –

მარადისობის მძლავრი ხელითა!

ვითარცა ელვა საქართველოს სიწმინდის ცაში,

გამოკრთა შაჰის მრუდე ხმალი და დახვდა კაჟი.

ტრფობის სახმილშიც მუხანათმა დასწვა დიდება.

ისმის მქუხარე ხმა ნათელი სიმართლის ღმერთის:

«ჭეშმარიტებავ, ოქროს ტახტი მზად არის შენთვის!

ამოდის ჯვარი საქართველოს დიდების ცაზე,

მზისა, მთვარისა, ვარსკვლავების სინათლით სავსე.

მშვიდობას ითხოვს მოწამე მკვდარი,

რომელმან ზიდა ის წმინდა ჯვარი.»

სირენის წივილის, მეხთა ქუხილის ფარავს ხმა წმინდა,

აპოკალიფსურ ორომტრიალს ახშობს მთაწმინდა:

«მშვიდობა თქვენდა! ვიდრე დროა, ენდეთ მეგობარს,

პატივი ეცით საქართველოს დამწვარ დედოფალს»

ჰერმან ვედეკინდი (დაიბ. 1910 წ.).

ცნობილი რეჟისორი, მსახიობი, მომღერალი, პოეტი, საარბრიუკენის თეატრის გენერალინტენდანტი, საქართველოს დიდი მეგობარი, რომელმაც ევროპაში, რუსეთში, ამერიკაში განახორციელა მრავალი დადგმა. ლექსი მან დაწერაანდრეას გრიფიუსის «ქეთევან ქართველისატვის», რომელიც მანვე დადგა რუსთაველის თეატრში. ვთარგმნეთ მისი თხოვნით.

* * *

ო, ეს მშვენება დიდოსტატის დანახულია!

მზეს და სიყვარულს იფარებდა ფარად ქართველი –

ესეც ქართული ხელოვნების გაზაფხულია,

მარად ახალი, მარად ძველი, მარად ნათელი!

ვიქტორ კერნბახი,

რუმინელი პოეტი, «ვეფხისტყაოსნის» მთარგმნელი (დაიბ. 1923 წ.), «ლადო გუდიაშვილს».

* * *

თბილისი თითქოს ბუმბერაზი პრომეთეა, ტაფობში ჩაწოლილ მკერდს ჯაჭვის პერანგი რომ უფარავს, რომლის ნაჭედურებიდან შუქი გამოკრთის, ხოლო ბეგთარზე მრავალი მარგალიტი ჰკიდია... თბილისი თავისებური დევგმირია, მაგრამ ამ დროს ის ფენიქსიცაა, რადგან თხუთმეტი საუკუნის მანძილზე ბევრჯერ გაუსწორებიათ მიწასთან, მაინც დგებოდა ფერფლიდან და კიდევ უფრო მიმზიდველი, ლამაზი ხდებოდა.

ვიქტორ კერნბახი

* * *

მწვერვალებო, ქართლის მწვანე მწვერვალებო,

თქვენი ხსოვნა თუ არ არის მეტად ურჩი,

ვინ დაიცვა ეს ციური ელვარება,

ეს სიმაგრე, საუკუნო ძმობის ბურჯი? –

წმინდა ტაძრებს აშენებდა შრომის შვილი,

მტერს მუსრავდა, მოყვრისათვის ხელგაშლილი...

ჯვარი, გორი, ანანურის გარიჟრაჟი,

მდგარან, როგორც ფუძემყარი საოცრება,

რომ დაეცვათ შეხლის, ძარცვის ქარიშხალში

ხალხის აზრი, ხალხის ფიქრი და ოცნება...

... ათასწლობით ჯოჯოხეთურ ცეცხლის რკალში

გზას იკვლევდა ბურჯი ქვეყნის მყუდროების,

ათასწლობით აზრის წინსვლას, დროშად გაშლილს,

აწყდებოდა ზვირთი ხანთა ურდოების...

მწვერვალებო, ქართლის მწვანე მწვერვალებო,

თქვენთვის ხსოვნა თუ არ არის მეტად ურჩი,

ვინ დაიცვა ეს ციური ელვარება,

ეს სიმაგრე, საუკუნო ძმობის ბურჯი?

.... აქ სიმაგრე მწვერვალებზე შენდებოდა,

რომ ის მარად ქვეყნის ცისკარს დარაჯობდეს;

ზღუდე მაღლა ისწრაფვოდა, მშვენდებოდა,

რომ მისი მზე არ ჩავიდეს არასოდეს.

ვიქტორ კერნბახი, ისტორიულ მწვერვალებზე, ესკიზი ბალადისთვის.

* * *

დიდი მოურავი – ქართველთა ჯარის სარდალი, უბადლო და ძლევამოსილი ვაჟკაცი, თავისი ძალით ყველას აღემატებოდა. შაჰის წინააღმდეგ იბრძოდა, იბერიის სამეფოში მრავალ წარმატებას მიაღწია. შემდეგ, როცა ბედმა უმუხლთა, თურქებს შეეხიზნა, სადაც მისი ძლიერებისა და დიდებისადმი შურის მსხვერპლი გახდა... შემდეგ მისი სხეული გაკვეთეს და ამოუღეს გული, ჩვეულებრივი ადამიანის გულისგან განსხვავებული...

ქრისტეფორე დე კასტელი, მინაწერი პორტრეტზე

* * *

ჩვენი ქართველი მეგობრების ლუკულისეული სიუხვე და ხელოვნების ნაირფეროვნება საქვეყნოდ ცნობილია.

«ნაციონალცაიტუნგ», 24. VI. 1969

* * *

შენდება და მშვენდება ახალი საქართველო. ძველი და ახალი ღვინის შერევა შეიძლება არ ვარგოდეს, მაგრამ ძველი და ახალი სიბრძნე შესანიშნავად ეწყობა ერთიმეორეს.

 

ბერტოლტ ბრეხტი

* * *

ცოტა არ იყოს, შერცხვენილები ვართ, რომ საქართველოში გერმანულ კულტურაზე ბევრად მეტად იციან, ვიდრე გერმანელებმა ვიცით ქართულ კულტურაზე (იგივე თქვა კურტ ბარტელმა ქართველ მწერლებთან შეხვედრაზე 1954 წ.).

 

ჰელმუტ ულრიხი «ნოიე ცაიტ», 2. VII. 1969

* * *

კავკასიელ ხალხთაგან ყველაზე უფრო ცნობილი არიან ივერიელები (ახლანდელი ქართველები)... ისინი ღრმად იყვნენ შეჭრილი მცირე აზიაში. მათ უნდა მივათვალოთ მესხები (მოსხები) და ტიბარენები (ტებალ-ტაბლაი), რომელთაც ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ კაპადოკია ეჭირათ და იქიდან ლაშქრობდნენ ტიგროსის მხარეში (ამავე აზრს გამოთქვამენ ბულგარელი ვ. გეორგიევი, აკად. არნ. ჩიქობავა, აკად. შ. ძიძიგური, პროფ. გრ. გიორგაძე და სხვ.).


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 263 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.013 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>