Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 4 страница



 

არტურ ლაისტი (1852-1927) გერმანელი მწერალი,

ჩვენი ერის დიდი მეგობარი, ვეფხისტყაოსნის მთარგმნელი გერმანულ ენაზე, დაწერა «საქართველოს გული»

* * *

ღმერთს დაუბერტყია უხვი კალთა ამ ქვეყანაში!

 

არტურ ლაისტი, «საქართველოს გული»

* * *

მთელი საქართველო მშვენიერ წალკოტს წარმოადგენს, ხოლო კახეთი საქართველოს ედემია... მომხიბლა ქართულმა ხელოვნებამ, გამოფენამ... ქართველი განსაკუთრებით პატივისცემელია მანდილოსნისა (და როგორც ვიცით, ასეთ პატივისცემას აღმოსავლეთში ქალი მოკლებულია). აქ მის სურვილს ხშირად უსიტყვოდ ემორჩილებიან. საკმარისია ქალმა მანდილი ჩააგდოს სამკვიდრო-სასიცოცხლოდ შებმულთა შორის, რომ ჩხუბი მყისვე შეწყვიტონ, თითქოს ზეციური შუამავალი ჩაერია...

 

ბარონ დე-ბაი, ფრანგი არქეოლოგი,

აქვს არაერთი წიგნი საქართველოზე. 1903 წ. მეოთხედ ჩამოვიდა. მის მოგზაურობაზე წერდა ილია «ივერია», ასევე «ცნობის ფურცელი» და სხვ.



* * *

გასაოცარია! აქ ჩვენთან ვპოულობთ ძალუმ, დიდებულ ხუროთმოძღვრებას და სრულიად სხვადასხვაგვარი სტილის ჰარმონიულ ანსამბლს. ერთგან სრულიად ნათლად გამოკვეთილი ისრისებური (გოთურის მსგავსი) სტილია, სხვაგან მრგვალი სტილის თაღი, სადაც მზერას ახარებს ნაირნაირი სამკაული, არაბესკები, ჩუქურთმები, რითაც მთელი კლდე ქალაქია დამშვენებული. დიდი კლდის შვერილზე, ფართო ბაქანის სიგნით ვიპოვეთ ერთი ბრწყინვალე დარბაზი, რომლის შუაგულიც ოთხი დიდი თაღი მთელი კლდისგან გამოკვეთილ სვეტებზე ეყრდნობოდა... გასაოცარია! თითქოს თანამედროვე ადამიანისათვის გაეწყოთ საცხოვრებელი დარბაზი წინაპრებს! რა ნიჭით იქმნებოდა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს და რა დიდი ისტორია ამ საკვირველ ქალაქს! ქუჩა მიგვიძღვის სიღრმეში...

 

ავგუსტ ფრაიერ ჰარტჰაუზენი

ორტომიანი შრომიდან «ამიერკავკასია», 1856.

* * *

ჩვენ ვჩერდებით თბილისის უმშვენიერეს ქუჩაზე, ჩვენთვის უცნობი ეგზოტიკური წიწვიანი მცენარეებითა და ტანსარო ჩინებული ჭადრებით დამშვენებულ რუსთაველის პროსპექტზე. ქუჩას ეწოდა შუა საუკუნეების საქართველოს დიდი პოეტის, სახელგანთქმულ თამარ მეფის თანამედროვე შოთა რუსთაველის სახელი. მისი «ვეფხისტყაოსანი» ყოველმა ქართველმა იცის და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება.

 

რობერტ ბლაიხშტაინერი (1891-1954),

ავსტრიელი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი, ქართველი ხალხის მეგობარი. თარგმნა ხალხური ვეფხისტყაოსანი, ქართველ მწერალ

თხუზულებები (ილია, ნ. ბარათაშვილი, ჭ. ლომთათიძე...), ამტკიცებდა ქართული ენის ნათესაობას ბას კურთან; აქვს ნარკვევი ქართულ ანდაზებზე.

* * *

ურიცხვი მტრის დამარცხებით დავით აღმაშენებელმა საქართველოს მიწა-წყალი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ჩრდილოეთ კავკასიამდე განავრცო... უკანასკნელი დარბევის შემდეგ გამჭრიახმა მეფე ერეკლემ, ლესინგმა რომ «მინა ფონ ბარნჰელმში» ჰერაკლიუსად მოიხსენია, სპარსელთა მუდმივ შუღლს რუსეთთან შეერთება ამჯობინა.

 

რობერტ ბლაიხშტაინერი

* * *

მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალების კონტრასტია მწვანე ხეობა, რომლის, შუაგულშიც გადაშლილა დიდმშვენიერი ქალაქი. ეს გახლავთ თბილისი! დიდებული სახლები ჭადრაკის ფიგურებს მოგაგონებენ. დიდი ქუჩები თითქოს უზარმაზარ ფიანდაზებში ჩაწნული ნატიფი ბაფთებია. ვდგავარ შუაგულ თბილისში და შევყურებ მთებს, ყოველი მხრიდან რომ გალავნად აკრავს ქართველთა ძველ სატახტოს, შორს კი აქლემის ზურგივით აწვდილი ყაზბეგი ღრუბლებზე ამაღლებულა. ქაიროს შემდეგ აღმოსავლეთის არც ერთი ქალაქი არ გვთავაზობს იმდენ საინტერესო, ცვალებად სურათს, რამდენსაც, თბილისი. აღმოსავლეთი და დასავლეთი, ეგზომ განსხვავებული ორი სამყარო ამ ერთ ვიწრო უბანზე ხვდება ერთიმეორეს. აღმოსავლურად განკიდეგანებულ ამ ერთ ქალაქში ევროპის კულტურა იფურჩქნება.

არსად არ დაღვრილა იმდენი სისხლი, არსადაც არ ყოფილა იმდენი ნგრევა და ხანზარი, რამდენიც მტკვარზე ნაგები ამ დიდებული ქალაქის გულში... თათრის ურდოები, დიდი თემურლენგის აფრები, მაჰმად-ხანის ბრბოები, თურქთა და სპარსთა ურდოები რისხვის ნაკადივით გადავლებია თავზე საქართველოს ტანჯულ დედაქალაქს. ხშირად დამსგავსებია მტკვარი სისხლის მდინარეს, ნაპირებზე რომ გადადიოდა. ქრისტიანთა ტაძრები და ძველი სასახლეები თუ მაჰმადიანთა მეჩეტები ხშირად ერთნაირად იფარებოდა მტვრითა და ფერფლით. მაგრამ ყოველთვის ახლად აშენებდა და ამშვენებდა ეს საოცარი ხალხი თავის შედევრებს.

 

რობერტ ბლაიხშტაინერი

* * *

... დავითის ბადიშმა გიორგი მესამემ სახელმწიფო ძალაუფლება მტკიცე ხელით შეკრა. კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე გადაჭიმული ქვეყანა ემორჩილებოდა... როცა ეს ძლიერი მეფე გარდაიცვალა, მის ასულს თამარს გზა გახსნილი ჰქონდა. მისი მბრძანებლობის დროს საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერება უმაღლეს მწვერვალზე ავიდა... საქართველოს უდიდესი ეპიკოსი შოთა რუსთაველი მისი მეფობის დროს ცხოვრობდა და, ამრიგად, მისი საუკუნე კულტურული თვალსაზრითითაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, ამიტომღაც სამართლიანად ადიდებს სიმღერებსა და თქმულებებში ქართველი ხალხის თავის კეთილ, სამართლიან და მშვენიერ დედოფალს, რომელიც ომის, მშვიდობის და სეხელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა საკითხში ერთნაირად დიდებამოსილი იყო, ამასთან დიდ გულმოდგინებას იჩენდა სწავლა-განათლების გავრცელებისათვის.

 

ო. გ. ფონ ვეზენდონკი

«კავკასიურ სამყაროს ცხოვრებიდან», ბერლინი, 1925, გვ.367

* * *

საინტერესო ხელოვანთა სამშობლოა საქართველო. გარდასული ეპოქების მოსაგონებელი უთვალავი ნივთი მაქვს, XVIII საუკუნის ნახელავი, იმ დროისა, როცა საქართველოს სახელოვანი დროშის დიდება ისე ბრწყინავდა, რომ მამაც ერეკლეს ფრიდრიხ დიდი თავის ჯგუფთ სარდლად და მბრძანებლად თვლიდა.


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 283 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.008 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>