Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 1 страница



სხვათა სიტყვით

(ძველი და ახალი დროის გამოჩენილ ადამიანთა, მოგზაურთა, სწავლულთა, მწერალთა, მოღვაწეთა აზრი ქართველებსა და საქართველოზე)

* * *

მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას... აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას, და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მონღოლები წყალდიდობასავით მოშავდებიან, წამიერად ანგრევენ და სამაგიეროდ არაფერს არ აშენებენ, მხოლოდ აფერხებენ პროგრესს. მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება.*

 

ჰეგელი

__________

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39.

 

 

* * *

ქართველი ხალხი, მთლიანობაში აღებული, მშვენიერია, კარგი გარეგნობისა, მკვირცხლი, გონებამახვილი... კავკასიის ისთმოსი მეორე საბერძნეთად იქცევა.

ქრისტოფ რომელი, გერმანელი ისტორიკოსი,



«კავკასიის ხალხები», ვაიმარი, 1808

 

 

* * *

დასავლეთში მე ვარ, აღმოსავლეთში კი პრინცი ერეკლე, ქართველთა მეფე.

ფრიდრიხ დიდი

* * *

გაუმარჯოს პრინც ერეკლეს!

ლესინგის გმირი, «მინა ფონ ბარნჰელმი»

 

 

* * *

ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.*

ვინკელმანი

__________

* Winckelmann, Kleine Schriften.

* * *

არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არც ითვლება რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე.

 

* * *

დიოსკურიის მახლობლად სვანები(სოანები) ცხოვრობენ... ისინი ძალაგულოვანნი არიან და თავიანთი გამბედაობითა და საბრძოლო ძლირებით თითქმის ყველა ხალხზე შეუპოვარნი არიან. კავკასიის მაღალი მთებიც უჭირავთ და ყველა მეზობელ გვარ-ტომს განაგებენ. ჰყავთ მეფე და სამკაციანი საბჭო. ამბობენ, რომ სვანებს შეუძლიათ გამოიყვანონ ორასი ათასი კაცისაგან შემდგარი ლაშქარი, რადგან მთელი ხალხი ერთნაირი ძალის მებრძოლია.

სტრაბონი (ძვ. წ. I - ახ. წ. II საუკ.), «გეოგრაფიკა»

 

 

* * *

ალეპოში პიეტრო დელა ვალე ერთ მოგზაურს გაეცნო. იმასაც აღტაცებით მოეთხრო ერთი ახალგაზრდა ქართველი ქალიშვილის მანანას მშვენიერების ამბავი (შემდეგ მოჰყვება მისი თავგადასავალი).

იოჰან ვოლფგანგ გოეთე*

__________

* ცნობა აღებულია «დასავლეთ-აღმოსავლეთის დავანის» დამატებებიდან, სადაც ქართველი ქალის ხსენებაა

* * *

არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღტაცება ქართველი ერისადმი, თაყვანს ვცემ საქართველოს და მწამს, რომ ესაა დიადი ქვეყანა, სადაც დიდი ერი ცხოვრობს.

სიუზან ეიზენჰაუერი

პრეზიდენტ დ. ეიზენჰაუერის შვილიშვილი

 

 

* * *

ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან, მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი, რასაც ასევე ახსენებს პაპის დესპანი, ბერი რუბრუკი, წმინდა ჯვაროსანი ლუი მეცხრისა. - ა.გ.)... საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსად არ არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც... აქ ბევრია მთა, ხევი, და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა (შემდეგ დიდი მოგზაური ლაპარაკობს დედათა მონასტერზე, ტბაზე, ზღვაზე, თევზაობაზე, და განაგრძობს გზას აღმოსავლეთისაკენ, ჩინეთისაკენ, სადაც ბოგდიხანს ემსახურებოდა ჩვიდმეტი წელი. მისი ცნობები საქართველოზე უფრო სარწმუნო და კეთილსინდისიერია, ვიდრე ზოგი თანამედროვე «მეგობრისა», რომელიც უნდო, გაუმართლებელი ფანტასტიკის სფეროში გადადის).

 

მარკო პოლო (1254 - დაახ. 1324)

ვენეციელი ვაჭარი, იმოგზაურა ჩინეთში, სადაც დაჰყო 17 წელი (1275-1292). მის ცნობილ წიგნში მცირე ადგილი დაეთმო საქართველოსაც, რომელიც გზად გავლისას მიმოიხილა.

 

 

* * *

მარტყოფის ბრძოლის შემდეგ რამდენიმე დღეში შაჰ აბასმა მიიღო მოურავის მეტად შეურაცხმყოფელი წერილი, რომელშიაც მოურავი მას ღალატიანს, ცბიერსა და ვერაგს უწოდებდა, ბრალს სდებდა ყველა ბოროტებაში, რაც მას ჩაედინა... და ახლა სწერდა მოურავი შაჰს, სამართლიანმა უფალმა ღმერთმა, რომელიც შენ გჯის და დაგსჯის კიდეც, მართლმსაჯულების იარაღად მე ამირჩიაო.

კლოდ მალენგრი, ფრანგი მოღვაწე, 1635

(პროფ. ილია ტაბაღუას მიხედვით)

 

 

* * *

მისიონერების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მიიღეს ცნობა ამ ნავსადგურში (მესინაში) ქართველი ელჩის ჩამოსვლის შესახებ, რომელსაც ქართველი მეფე (თეიმურაზ I) აგზავნიდა პაპთან (ურბან XVIII), ესპანეთის მეფესთან (ფილიპე IV) და იტალიის მთავრებთან, რათა მათთვის ეთხოვა დახმარება სპარსელებისა და თურქების წინააღმდეგ... ეს ელჩი იყო წმ. ბასილის წესის ბერი, ნიკიფორე ირბახი (ირუბაქიძე - ჩოლოყაშვილი), უმაღლესი კეთილშობილებით აღსავსე და თავმდაბალი ადამიანი... ტანად მაღალი ქართველი სარდლის შვილი. იმ სარდლის გამარჯვებათა შორის განსაკუთრებით დიდი გამარჯვება იყო მოპოვებული იმ სისხლიან შეტაკებაში, როდესაც ბრძოლის ველზე დარჩა 90 000 სპარსელი და 20 000 დაღუპული ქართველი... ირბახი გახლდათ ელჩი ქართველებისა, რომელებიც უფლის საფლავს იცავენ იერუსალიმში...

ბართოლომეო ფერო, იტალიელი მოღვაწე, 1626 წ.

(ილ. ტაბაღუას წიგნიდან «საქართველო ევროპის არქივებში», ტ. II).

 

 

* * *

... დადგა თეიმურაზთან მოურავის შეთანხმების დღე. სხვა მეთაურებთან ერთად მოურავიც ეახლა სპარსელთა სარდალს, მას თან ახლდა თავისი კეთილშობილი ქართველების ამალა. ყველა გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ყოფილიყვნენ... სპარსელთაგან ვერავის აეხსნა, როგორ გამოჩნდა ჩუმად და მოულოდნელად თეიმურაზი. ყველა სარდალი თავთავისადგილზე გავარდა. მთავარსარდალთან დარჩა მარტო მოურავი. სარდლები გაოცებული იყვნენ თეიმურაზის გამბედაობით. როცა სარდალმა ჯავშნის ჩასაცმელად თავი დაიხარა, გიორგიმ ანაზდეულად შუბი გამჭოლ გაუყარა და თავიც გააგდებინა. სპარსელთაგან ვერავინ გებედა, რომ გიორგისათვის ხელი ეხლო... უსარდლოდ დარჩენილი სპარსელები ქართველებმა გაჟლიტეს. გამარჯვებული თეიმურაზი კახეთში ჩავიდა...


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 259 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.01 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>