Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 8 страница



სტეფან ცვაიგი,

გრ. რობაქიძის «გველის პერანგის» წინასიტყვაობა, 1928

* * *

გრიგოლ რობაქიძე იქცა ნამდვილ სიმბოლოდ ქართული ლიტერატურისა, რომელმაც კვლავ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ლიტერატურაში. რაბინდრანათ თაგორი პირველი სახელი იყო, რომელიც საუკუნოვანი დუმილის შემდეგ გაიჭრა ევროპაში აღმოსავლეთიდან. მას მოჰყვა გროგოლ რობაქიძე, რომელიც ბევრად უფრო გამოხატავდა თავდაპირველ საწყისს, ვიდრე ინდოელი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გრ. რობაქიძემ მოგვიტანა ჩვენ, დასავლეთ ევროპელთ, ქართული მიწა, მისი სისხლი, სუნთქვა და ფერები.

რუდოლფ კარმანი, პარიზი, «ბედი ქართლისა», 1962 წ.

* * *

თბილისის სახელწოდება გოგირდის თბილი წყლებიდან მოდის. ეს დიდებული ქალაქი IV საუკუნიდან საქართველოს და კავკასიის დედაქალაქია.

პროფ. რიკლი, ციურიხი, 1914



* * *

ესაა დასამამიდან ოქროს საწმისის მდიდარი ქვეყანა კოლხეთი. ფაზისს მოჰქონდა ოქრო არგონავტების ჟამიდან. აქ იცოდნენ ოქროს მოპოვების ხელოვნებაც და მრავალი სხვა ხელოვნებაც, რომელტა ზირები იაზონისა და ლამის ადამის ჟამსაა საძიებელი.

კარლ ჰაინრიხ ფონ გაიერსპერგი,

«ჩემი მოგზაურობა კავკასიასი» (1871-1872), მანჰამი, 1875, 20

* * *

დამასკოს აქებს, ვით სამოთხეს, ყურანის სურა,

აღმოსავლეთის პოეტებიც მას უმღერიან.

ჰოი, აშუღნო, ალაჰის წიგნს ნუ იღებთ ყურად,

თბილისი ქვეყნად ყველაფერზე მშვენიერია.

რიზკალამ-ჰასუნი, არაბი პოეტი

* * *

ქართველები მშობლიურ ანდალუზიელებს მომაგონებენ, მათი მშვენიერი მამული კი – ანდალუზიას.

დოლორეს იბარური (პასიონარია), ესპანეთის მშრომელთა ბელადი, ტრიბუნი

* * *

ძვირფასო ქართველო დებო და ძმებო! თორმეტჯერ ვყოფილვარ საქართველოში, თორმეტჯერვე გულმა აქეთ გამომიწია; თქვენი ზნეობა, თქვენი ლიტერატურა და ხელოვნება მხიბლავს... არაფერი მსმენია აქ სხვათა სიძულვილის, შურისძიების შესახებ... საქართველოს ისტორია სიკეთის, სიყვარულის, ხიზანთა შეფარების ისტორიაა...

ჰანს-იორან ჰოქსტენტი, ფინელი სოციოლოგი, პედაგოგი

* * *

რუსთაველი ფილოსოფიური პოეზიის წარმომადგენელია. მაგრამ არც აქ მიჰყვება ბრმად აღმოსავლეთისა და დასავლეთის პოეტურ ხელოვნებას.

აღმოსავლეთის დიდი მოაზროვნე, ის ეძებს არა საპირისპირო ცნებათა შეკავშირება-შეერთებას, არამედ თვით საგანთა შინაარსში ჩაქსოვილი წინააღმდეგობის მოხსნას, მსოფლიო ჰარმონიას, სიკეთისა და სილამაზის დაპირისპირებათა გაუქმებას. რუსთაველისათვის, ადრეული ჰუმანისტისათვის, ფილოსოფიური პოეტური ხელოვნება ნიშნავს ცხოვრების სიბრძნეს ადამიანთა სამყაროში, მოწოდებას მოქმედების, ბრძოლისაკენ ამქვეყნიური ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის...

ჰუგო ჰუპერტი (1902-1982)

ცნობილი ავსტრიელი პოეტი, მთარგმნელი და პოლიტიკური მოღვაწე, ჰაინეს პრემიის ლაურეატი («ვეფხისტყაოსნის» გერმანულ თარგმანებს შორის საუკეთესო თარგმანისათვის, რაც არაერთხელ გამოიცა.)

* * *

თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე.

ჰუგო ჰუპერტი, «თბილისის აპოლოგია»

* * *

ასჯერ დაეცა თბილისი და, ჰოი საოცრებავ! ასმეერთედ აღდგა! მოშავდებოდნენ და წაშავდებოდნენ გადამთიელი დამყრობლები – რომისა და ბიზანტიის მხედრიონი, არაბი, სპარსი და ტურქი, მონღოლი თუ სხვა უცხო ტომი, დააქცევდნენ დედაქალაქს და ის ისევ აღდგებოდა ფერფლიდან, როგორც ბუფერი, რომელიც ანელებდა, ასუსტებდა დარტყმებს. ასე იბრძოდა, ასე ეცემოდა თბილისი თუნდაც ვენისათვის, დასავლეთ ევროპისათვის, გიორგი სააკაძის – ამ სახალხო ჰერცოგის შემდეგაც სამასი არაგველის მეთაურობით, რომლებიც საქართველოს კარიბჭეს ლომებივით იცავდნენ, ვიდრემდეც ასგზის აღმატებულმა ურდომ ისინი «ალაჰის» ძახილით არ გადათელა.

ჰუგო ჰუპერტი

* * *

ქალაქის კარად თვით ცისარტყელა –

თბილისის ცაზე მოლივლივე სხივთა თილისმა.

რამდენი ძმა მყავს! შინ ძმისავით მიმიღებს ყველა.

როგორ გაზრდილა! დე, იზარდოს მარად თბილისმა!

თითქოს უკრავენ ერთდროულად ათას ნაღარას –

გმირთა მემკვიდრე დღეს შენებით არის გართული;

ფოლადის ხერხი გრანიტის ქვას კუთხავს და ღარავს –

რომ ზედ ოსტატმა ამოკვეთოს ვაზი ქართული.

... ქუჩებს ამშვენებს ხალხის ნიჭი, ხალხის ამაგი,

და ათასწლოვან მხრებს ისწორებს დედაქალაქი.

ჰუგო ჰუპერტი

* * *

რომ ვკითხულობ ქართველ ხალხის მატიანეს,

თითქოს გულში ასი დანა ატრიალეს;

ის შეება ათას მტარვალს, ათას ვერაგს,

და აბჯარი შეადგენდა იმის პერანგს;

თანაც ქმნიდა ასეთ მაღალ ხელოვნებას,

სთავაზობდა სულს დახვეწილ გემოვნებას.

ჰუგო ჰუპერტი

* * *

ჩვენ რუსები, მივეჩვიეთ «უფროსი ძმის» როლს და მოვუსპეთ ქართველებს საშუალება იცხოვრონ საკუთარ სახლში, როგორც მისმა პატრონებმა. 9 აპრილის სამარცხვინო და დანაშაულებრივმა აქციამ ზურგში ჩასცა მახვილი განახლებას...

ლ. კუზმიჩევა

* * *

მთავრობის მაღალი ეშელონები გადავიდნენ შეტევაზე გარდაქმნის წინააღმდეგ... 70 წელი უკან მივდიოდით... შეტევის ერთ-ერთი გამოვლინება იყო თბილისის ტრაგედია...

ი. აფანასიევი, დეპუტატი

* * *

იდუმალების მხრიდან მოსული, შენ ჩაასვენე უცხო მხარეში:

რუსთავში შობილს რომელ მიწაზე მოგიღო ბოლო ბედმა და წერამ?

ვინ მეცნიერმა ახსნას უნაკლოდ ეს გამოცანა მიწიერ გზათა?


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 261 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.011 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>