Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 10 страница



 

ედუარდ მაიერი (1855-1930)

გერმანელი ისტორიკოსი, წყაროების ბრწყინვალე მცოდნე, «ძველი სამყაროს ისტორიის» ხუთტომეულის ავტორი

* * *

ჩემს ძვირფას ქართველ მკითხველებს!

წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული და გაოცება, როცა თბილისიდან ჩემი რომანის მთარგმნელმა, მეგობარმა მწერალმა... წერილობით მაცნობა, რომ საქართველოს ერთ-ერთი გამომცემლობა ჩემს «ისლანდიის ზარს» ბეჭდავს და ისიც 25000-იანი ტირაჟით! ეს მაშინ, როცა სხვა პატარა ქვეყნებსი – დანიაში, ნორვეგიაში, ჰოლანდიასა და ბელგიაში ჩემს წიგნებს სულ 1500 ან 2000 ცალს ბეჭდავენ და დიდ ქვეყნებში – ამერიკაში, ინდოეთსი, საფრანგეთსი თუ ჩინეთში ჩემი წიგნი მხოლოდ მცირე ტირაჟით იბეჭდება. როცა გავიგე, რომ ჩემი რომანი ასეთი დიდი ტირაჟით გამოდის ძველი კულტურის ქვეყანაში – საქართველოში, კმაყოფილების გამოსახატავად სიტყვა ვერ მიპოვნია. დღეს ისეთ გუნებაზე ვარ, რომ მინდა მთელი საქართველო მყავდეს სახლში სტუმრად და ყველას გადავეხვიო.



 

ჰალდორ ლაქსენი (დაიბ. 1902 წ., ისლანდიელი მწერალი,

თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პროზაიკოსი, ნობელის და ლენინის პრემიების ლაურეატი; «ისლანდიის ზარის» წინასიტყვაობიდან, 1965 წ.).

* * *

მთელი ხუთასი წლის განმავლობაში ევროპის მეცნიერებისათვის უცნობი დარჩა ისეთი დიდმნიშვნელოვანი ნაწარმოები, როგორიცაა «ნიალის საგა». ეს ლიტერატურული ძეგლი საუკენეების მანძილზე რჩებოდა რამდენიმე ისლანდიელი გლეხის კერძო საკუთრებად – და მას ახლაც როგორღაც არ იცნობს მთელი მსოფლიო. ამ ნაწარმოების ბედი ძალიან ჰგავს თქვენი ეროვნული ეპოსის «ვეფხისტყაოსნის» ბედს.

რუსთაველი უმაღლესი რანგის პოეტია.

 

ჰალდორ ლაქსენი, წერილი

* * *

ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ფიზიოლოგიის ქართული სკოლის ფუძემდებელი – აკადემიკოსი ივანე ბერიტაშვილი. ბატონ ივანეს და მისი მოწაფეების შრომები ფასდაუდებელი შენაძენია მსოფლიო მეცნიერების საგანძურში.

 

რობერტ დოტი ამერიკელი მეცნიერი

* * *

ქართველები უძველესი კულტურის ხალხია. ეს ერი თავისი ძეგლებითა და გმირული ისტორიით უმდიდრესი ერია, მისი წარმოშობის ფესვი უხსოვარ წარსულში იკარგება. დანამდვილებით არავინ არ იცის, ვის ენათესავებიან ისინი – ძველ შუმერებს, ეტრუსკებს თუ ბასკებს... კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურისა და ენის მფლობელი ევროპელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გაამდიდრებს მკითხველთა შემეცნებას, განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს მათ.

 

შარლ ჰუმელი, ჟურნალ «ატლანტისის» რედაქტორი

* * *

ქართველთა ქვეყანაში მათთან ყოფნა მთელი მოვლენაა, რადგან გარშემო მუდამ გულითადობა და მხიარულება სუფევს. ვინც თქვა, ქართველი ტემპერამენტით ირლანდიელს ჰგავსო, ცხადია ქათინაურით დაგვაჯილდოვა.

 

ეილინ ო’ჰანლონი, ირლანდიელი ჟურნალისტი

* * *

რაც საქართველოში ვიხილე, სრულიად უჩვეული იყო. რამაც მე მომაჯადოვა, იყო არა მარტო უძველესი კულტურული ქვეყნის ეგზოტიკა, არამედ ის თანადროული ინტენსიურობა, რომლითაც ადამიანები დღეს საქართველოში ცხოვრობენ. ვერავითარი ნაწერი ვერ გადმოსცემს ამას.

 

ფრიც მისაუ, გერმანელი მეცნიერი

* * *

ლადო გუდიაშვილის ატელიეში თითქოს გრძნობების ძღვა ჩაღვრილა. ატელიეში-მეთქი! ლადოს სახელოსნო შედგება შვიდი ბრწყინვალე, მდიდრული დარბაზისგან... დასავლეთში მხატვარმა სწრაფად მოიხვეჭა სახელი. მისმა გამოფენამ პარიზში 1925 წელს თითქმის მსოფლიო გამოხმაურება ჰპოვა. დასავლური მოდერნიზმისა და აღმოსავლური სიმკაცრის დაკავშირება ხელოვნების სენსაციად იქცა... როცა 82 წლის ხელოვანის სახელოსნოს ვტოვებ, ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს თვალები უფრო ფართოდ ამეხილა.

 

პეტერ მოუტი, გერმანელი ჟურნალისტი

* * *

ქართული ხელოვნების განვითარება შერწყმულია ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ განვითარებასთან, მის ისტორიასთან. ეს იძლევა ფონს, ურომლისოდაც ქართული ხელოვნების განვითარების ბევრი საკითხი გაუგებარი იქნებოდა... მისი გაცნობით ხელოვნების მოყვარულის წინაშე გადაიშლება ლამაზი, უცხო სამყარო.

 

კლაუს ვესელი, გერმანელი სწავლული.

* * *

გამოხატვის საშუალებებით ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. ის არც სიტყვის მარაგით ჩამოუვარდება ყველაზე უფრო განვითარებულ ენებს.

 

პროფ. რიხარდ მეკელაინი, ქართველოლოგი

* * *

1967 წლის ოქტომბერში განსაკუთრებით ძვირფასი, საოცარი წერილი მივიღე, ჩემთვის უცნობი ქართველი თანამოკალმისაგან... თქვენი «მიჯაჭვული ტიტანი» ქართულ მიწაზე დააბიჯებსო, მწერდა. მაშინ გადავწყვიტე მენახა მშვენიერი ზღაპრული ქვეყანა, სადაც ჩემი რომანის საყვარელი გმირი დააბიჯებდა და ოცი ათასი მეგობარი გამიჩნდა. ქართული იყო პირველი ენა, რომელზედაც ჩემი ორტომეული ითარგმნა... ასე მოვხდი საქართველოში, რუსთაველის ქვეყანაში, გავიცანი ძვირფასი ადამიანები, პოეტ იოსებ ნონეშვილს და სხვათა თანხლებით მოვიარე კახეთი. დიდება მიქელანჯელოს, რომელმაც ჩვენ ასე დაგვამეგობრა!

 

როზემარია შუდერი (დაიბ. 1928 წ.),

გერმანელი მწერალი, მანის პრემიის ლაურეატი, მრავალი ისტორიული რომანის ავტორი.

* * *

საქართველოს მთას ვესტუმრე შემდეგ შვებით –

თითქოს ენა მეც მესმოდა მათებური!

რახანია, დუნაიდან მთაწმინდამდე

მეგობრობის არის ხიდი გადებული.

... დამიჯერეთ, ზღაპარს ჰგავდა ეს ამბავი –

ბექობიდან ქართლის ველი დავინახე,

მთაგრეხილზე აზიდულა გორის ციხე,

დახუნძულა დაბლა ვაშლი და ვენახი.

... აქ მოვსულვარ, ხალხთა ძმობის სავანეში

და აქედან ვუხმობ ქვეყნის ყველა მხარეს:

დაიცავით ეს ბავშვები, ეს მერცხლები,

ჟღურტულით რომ გული ასე გაგვიხარეს!

 

მარია ბანუში,

რუმინელი პოეტი ქალი «საქართველოს მთებში»

* * *

საქართველო! თეთრი მთების, ლურჯი ზღვისა და ცხოველი მზის ქვეყანა! კეთილი და გულითადი ხალხის სამშობლო! ხალხისა, რომელსაც თავისი დიდი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთხელაც არ მოუდრეკია თავი გადამთიელთა წინაშე. ეს ქვეყანა ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა. პირველი ნაბიჯი რუსთაველის ქვეყნისკენ 40 წლის წინ გადავდგი, მას შემდეგ მხიბლავს მისი ბუნება, ადამიანები, ფერები, სვანეთის კოშკებისა და რუსთავის გიგანტების შეხამება. აქ ჰარმონიულად იყრის თავს უმდიდრესი ისტორიული მემკვიდრეობა და გრანდიოზული გარდაქმნები.


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 229 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.01 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>