Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 17 страница



«ვაშინგტონ პოსტი», 26. 05. 89

* * *

მივდივარ და მიმყვება ქართველთა სითბო და სტუმართმოყვარეობის ნიჭი. თქვენმა ხალხმა დამატყვევა.

რობერტ ბარილსკი,

ფლორიდის უნივერსიტეტის დეკანი

* * *

ვულოცავთ მერაბ კალაძეს – ერთადერთ საბჭოთა ქირურგს, რომელიც შეიყვანეს მსოფლიოს რჩეულ დასტაქართა ელიტაში... აი, შევედით სიონში. დაღუპულ გმირ ქალებს სანთელი ავუნთე, სულში სიმშვიდის სული ჩამიდგა და მივხვდი: შემიყვარებიხართ, ქართველებო! კვლავ როდის გინახულებთ?

ნადი ჰაკიმი, ამერიკელი ქირურგი

* * *

რუს-ქართველთა მეგობრობას ბზარი გაავლეს 9 აპრილს... მთელმა ერმა უნდა აგოს პასუხი... – ერთი უმადური კალმოსნის – ასტაფიევის თევზაობის გამო. მე არაფერი ბრალი არ მიმიძღვის, მაგრამ მინდა დავიჩოქო, შენდობა გთხოვოთ იმ ურიცხვი რუსის სახელით, რომელნიც თქვენს უბედურებას საკუთარივით განიცდიდა.



რიმა კაზაკოვა, პოეტი (წერილი ვახტანგ ესვანჯიას)

* * *

ო, საქართველოვ! შენს ღრმა ჭრილობებს

პირი გაუხსნენს ტლანქმა მკვლელებმა...

ახალ მარტვილთა კუბოთა წყებას

გარს ცხელი ცრემლი ნისლად ევლება.

გლოვობს ქვეყანა, ქვითინებს მიწა,

თითქოს ქალაქი იქცა სამარედ,

და მოციმციმე სანთლების შუქი

ნეშტებს სუდარად გადავაფარეთ.

ვესელა ნესტეროვა,

ბულგარელი პოეტი, 1989 წ.

* * *

ლეგენდარულია საქართველო არა მარტო თავისი სტუმართმოყვარეობით: თქვენი ქალაქისა და ქვეყნის სილამაზე, თქვენი ხალხის სილამაზე, თქვენი მდიდარი ისტორია და კულტურული საგანძურები მიმზიდველია ყველა სტუმრისათვის. ყოველივე ეს ხდის თითოეულ მოგზაურობას აქ არა მარტო სასიამოვნოს, არამედ აგრეთვე, განმანათლებელს; და რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი – დაუვიწყარია.

ჯეკ მეტლოკი, ამერიკის ელჩი. «ნედელია», 1988

* * *

ილია ჭავჭავაძე ერთი მათგანი გახლავთ, რომლის პიროვნებაშიც ქართველი ერის ფენომენალური გენია მთელი სისავსით გამოვლინდა.

ოლეს გონჩარი

* * *

თქვენს ერს მარად აღტაცებით შესცქერის ყველა. დარჩით ასეთ ხალხად, რომელსაც შეუძლია ასწავლოს სხვას ცხოვრების წესი.

ტონინო გუერა

* * *

ჭეშმარიტად გულადი, ღონიერი, ტანად სპილოს მსგავსი, იშვიათი ვაჟკაცი, დევის ძალის მქონე იყო დიდი მოურავი, თანაც მჭევრმეტყველი, საზრიანი და ყოველ საქმეში ჭკვიანი, უძლეველი მეომარი.

მუსტაფა ნაიბი, თურქი ისტორიკოსი

* * *

ადამიანებს შორის ინგლისში არაა ისეთი გულთბილი და ახლო დამოკიდებულება, როგორც თქვენთან. ჩვენ ერთიმეორისგან განცალკევებით ვცხოვრობთ, საკუთარ თავსი ჩაკეტილები. პირადად მე თბილისში მეტი სითბი ვიგრზენი.

პროფ. სტ. ჯონსი

* * *

ჰაოსისა და ქართლოსის ძმობა უდავოა.

იპოლიტე რომაელი (I I I ს.)

რომაელი მწერალი, იმოწმება ზორო ბალაიანი

* * *

ქართველი ერი, რიცხვით მცირე, ცივილიზაციით და სულით ძლიერია.

ალბერტ მალში, შვეიცარიელი მოღვაწე

* * *

კაცობრიობა ვერ განთავისუფლდება, თუ საქართველო არ განთავისუფლდა.

ედგარ მილო,

შვეიცარიელი მოღვაწე (სიტყვა ჟენევაში, საქართველოს საზეიმო დღეს)

____________________________________________________________

დამატებები GeoLit-სგან

* * *

„ლამაზი ქალი გურჯისტანშია“

დავით სასუნცი

* * *

ეს ქართველური სალამი „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ იმდენსვე ეუბნება ადამიანს, რის თქმაც შეუძლიან თორმეტ ტომს ისტორიულის თხზულებისა.

ოლივერ უორდროპი

* * *

... როცა ქავშეთის ტაძარში

ვუმზერ სახეეებს წმინდას,

ლოცვა ღმერთისა კი არა,

მე გენიისა მინდა.

 

მიუწვდომელი ჩემთვის

შორსაც არის და ახლოც –

იგი მიწაზე დადის,

იგი თბილისში სახლობს.

 

ირინა სერგეევა

* * *

„პალმი უკვე მეორედ მთხოვს რედაქციაში მისვლას და განმარტებას იმისას, თუ რად შევისწავლე ასე კარგად ქართული და არ მოვისურვე რუსულის ცოდნა“

პატრიკ ო’ლირ, ირლანდიელი პოეტი

* * *

ქვეყნად ვერავინ გაუტოლდება ძლევამოსილ კოლხეთის მეფეს.

თუმცა შორს არის, თუ მოინდომა, ელადაშიაც წავა სალაშქროდ.

 

აპოლონიოს როდოსელი (დაახ. 295- დაახ. 215 ძვ.წ.)

ალექსანდრიელი პოეტი და მეცნიერი, შექმნა საგმირო პოემა «არგონავტიკა» (4 წიგნად) სადაც ვრცლად აღწერა იასონის და სხვა ბერძენ გმირთა ლაშქრობა კოლხეთში, ოქროს საწმისის მოსაპოვებლად

* * *

ასეა, ასე, დედოფალო! ამგლიჯე დაფნა!

დალახვრე სპარსთა დიდება და დაამხე დაბლა!

მძლე მუშტით მოსპე ზვიად შაჰის უხეში ძალა,

რამაც გაქცია საქართველო გოდების ჭალად.

 

... აზიზი ხორცი ჩივის, მოსთქვამს ვაით და ვიშით,

სასტიკ წამების მოლოდინში წინ ხელებს იწვდის,

მტკიცე სული კი არად აგდებს საზარელ სიკვდილს,

ამხნევებს ხორცსა, რომ არ შედრკეს ჯალათთა შიშით.

 

ანდრეას გრიფიუსი (1616-1664) გერმანელი პოეტი და დრამატურგი,

«ქეთევან ქართველი» («კატარინა ფონ გეორგიინ»)

* * *

ქართველები კავკასიაში მუდამ პირველები იყვნენ თავიანთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ბრძოლის სულისკვეთებით... თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოს მეზობელ ხალხთა ურთიერთობებს, უსათუოდ დამეთანხმებით, რომ ქართველები, როგორც მეზობლები, ქვეყნად ერთ-ერთი საუკეთესონი არიან.

 

ლესია უკრაინკა (1871-1913)

უკრაინელი პოეტი, დრამატურგი. მრავალი წელი საქართველოში გაატარა, აქვე გარდაიცვალა (ძეგლი სურამში)

* * *

ყოველი ქართველი პოეტია, ხოლო ქართველი პოეტი – ორმაგ პოეტი.

 

ოვანეს თუმანიანი (1869-1923)

გამოჩენილი სომეხი პოეტი, პროზაიკოსი, მოღვაწე. აქვს არაერთი მოძღვნილი ნაწარმოებები: «შერიგება» (1893), «საქართველოს სული» (1919), «საქართველოს პოეტებს» (1919). შორს იდგა უნიათო ნაციონალისტებისაგან, რომელთაც შუღლი და სხვათა შექმნილი კულტურული ღირებულებების მითვისება ჰქონდათ მიზნად ქცეული. აღაშფოთებდა რაფის (მელიკ-აკოფიანის) და სხვათა ღვარძლიანი ანტიქართული გამოხდომები.


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 231 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.012 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>