Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 11 страница



 

პროფ. ალფრედ კურელა (1895-1975)

ცნობილი გერმანელი მწერალი, საქართველოს მეგობარი.

* * *

როცა თბილისის მუზეუმში იშვიათი ხელოვნებით ნახელავ ოქროსა და მინანქრიან ჯვრებს იხილავთ, მაშინღა გაცნობიერდება თქვენი დიდი ხნის ნაფიქრალი, რატომ არის ეს ქვეყანა ასე ამაყი! ამაყია თავისი წარსულით, და დღევანდელი დღეც არანაკლებ საამაყო აქვს... თბილისში, შეხვედრაზე ჩვენ თარჯიმანი არ დაგვჭირვებია, ერთმა პოეტმა გერმანულად დაწერილი ისეთი ლექსი წაგვიკითხა, ყოველი სტრიქონი წიგნს დაამშვენებდა სატიტულო ფურცელზე... აღტაცებული ვარ ქართული ხელოვნებით, მუსიკით...

 

ჰაინც კალოვი,

მწერალი, 1968 («ნოიე დოიჩე ლიტერატურ») დაიბ. 1931 წ.

* * *

ქართველებმა შეაზანზარეს პარიზი. იშვიათად სადმე ყოფილა მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორი ისეთი სიცოცხლისუნარიანი, როგორც ის შენარჩუნებულია ქართულ ეროვნულ ბალეტში... როცა საქართველოს რიტმებს ეხები, სუნთქვა გეკვრის.



 

გაზ. «პარიზენ ლიბერე». 1988

* * *

ქართული ეროვნული ბალეტის კონცერტი ვულკანური დღესასწაულია, რომელიც აღფთოვანებასა და გაოცებას იწევს... უდიდესი ოსტატობა, კავკასიური ტემპერამენტი, უაღრესად დახვეწილი ტექნიკა, მოძრაობის მრავალფეროვნება და თავბრუდამხვევი რიტმი – ყოველივე ეს აყვანილია სრულყოფის მწვერვალამდე. ფრანგებს მსგავსი არაფერი უნახავთ.

 

გაზ. «ფიგარო»

* * *

ქართული ანსამბლი საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლია მსოფლიოში.

 

გაზ. «ფრანს-სუარი»

* * *

ქართული ანსამბლის სათავეში დგას შესანიშნავი დედოფალი. თბილისში მთაზე აღმართულია ქართველი ქალის ფიგურა, რომელსაც ცალხელში სავსე თასი უჭირავს მოყვრისთვის, მეორეში – მახვილი მტრისთვის. თითქოს ამ კომპოზიციის შემქმნელს ნინო რამიშვილის გრაციოზული ფიგურა აუსახავს. ნინო რამიშვილი ცეკვის ნამდვილი დედოფალია. ესაა მოგზაურობა მითიურ კოლხეთში, არგონავტებისა და ოქროს საწმისის ზღაპრულ ქვეყანაში.

 

ჟურნალი «პუენი», პარიზი.

* * *

ძვირფასო მაესტრო! რა შესანიშნავია თქვენი ლექსი «მომაკვდავი არწივი»! როგორ შესძელით თქვენ, უცხოელმა, ჩვენი ძნელი გერმანული ენის ასე გაშლა და ამაღლება, როგორც ვერ შესძლებდა გერმანელი პოეტი! რაც შინაარსით ასახეთ, ესაა მადლი და კიდევ მეტი. მე თქვენი გენიის შემშურდებოდა, რომ ოდნავი მიდრეკილებაც მქონდეს შურისადმი, მაგრამ რაკი ასეთი მიდრეკილება რა გამაჩნია, დამრჩენია მხოლოდ თქვენი ნიჭით აღტაცება.

 

თასილო ფონ შეფერი,

ჰომეროსის ეპოსის ცნობილი მთარგმნელი – გრ. რობაქიძეს

* * *

პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რასთაველის რანგის პოეტი. ქართველი ხალხი დიდი ერია, ხოლო რუსთაველი – ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტი.

 

გუსტავ კირკი (დაიბ. 1933 წ.) გერმანელი მეცნიერი- ბუნებისმეტყველი

* * *

ქართული პოეზია მსოფლიო პოეტური აზროვნების მწვერვალია... მოხიბლული ვარ რუსთაველით, ბარათაშვილით. არც ერთ კულტურულ ქვეყანას არა ჰყავს რომანტიზმის ისეთი წარმომადგენელი, როგორიც ბარათაშვილია.

 

მარჩელ პეტრიშორი, რუმინელი მწერალი

* * *

საქართველო – სამოთხის ერთი ნაწილია.

 

ფოტოალბომის სათაური, დას. გერმანია, 1984

* * *

მე ვიცნობ საქართველოს, ამ უძველესი მხარის წარმატებებს, განთქმულს ძველი მდიდარი კულტურით, სტუმართმოყვარეობით... მოხარული ვარ, რომ საარბრიუკენში გამართულმა ქართული ხელოვნების კვირეულმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ხელოვნებისა და საერთოდ, გერმანელი და საბჭოთა ხალხების მეგობრულ ურთიერთობას.

 

დ-რი ფრანც-იოზეფ რიოდერი, საარლანდის პრემიერ-მინისტრი

* * *

ჩემს სამშობლოში ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო ცნობილი ქვეყანა გახდა. ამისი საწინდარია ჩვენი ხელოვნების ოსტატთა მეგობრობა.

 

საარის მხარის კულტურის მინისტრი ვერნერ შერერი

* * *

წინარე ქრისტიანული პერიოდიდან (IV – IX ს.) მოყოლებული 1800 წლამდე და ახალ დროშიც, ბიზანტიურისა და ზოგიერთი აღმოსავლური ხელოვნების ერთგვარი ზეგავლენის მიუხედავად, ქართული ხელოვნება თავის დამოუკიდებელ ეროვნულ ხასიათს ინარჩუნებს. მისი მთავარიქმნილებები შემონახულია მონუმენტური საეკლესიო ხურმოთმოძღვრების ძეგლთა, ვერცხლისა და ოქრომჭედლობის ნიმუშთა, ხატების, კედლის მხატვრობის, გრავიურებისა და მინიატურების სახით.

პროფ. იოჰანეს იანი, ხელოვნების ლექსიკონი, IV გამოცემა, 1957

* * *

საქართველოს და სომხეთის ხელოვნება უძველესი წარმოშობისაა. მათი ანბანი ერთიმეორისგან სრულიად დამოუკიდებელია. სომხური შრიფტის შემქმნელად ვარაუდობენ მესროპ მაშტოცს, ის ბერძნულიდან მომდინარეობს და აქვს ზოგი საკუთარი ასო. ქართული კი არმაზთან უნდა იყოს დაკავშირებული და შესაძლოა არამეულს ემსგავსებოდეს წარმომავლობით. ფეოდალურმა სახელმწიფომ და მისმა კულტურამ საქართველოში უაღრესად მაღალ განვითარებას მიაღწია. ქართული არქიტექტურული ძეგლების რიცხვი დღესაც ხუთი ათასს აღწევს (გამოყენებულის), ბევრად მეტია ნანგრევები, უთვალავი ომის და ნგრევის კვალი ატყვია უამრავ დიდებულ ნაგებობას... ჯვარის მონასტერი შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების უმშვენერიესი ძეგლია. ასევე ბაგრატის ტაძარი, ალავერდი, ვარძია... შინაგანი...........ბური გადაწყვეტით, დეკორატიული შემკულობით, სივრცის სილაღით ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები აღემატებიან სომხურს – ახტამარის ფასადის გამოკლებით – რომლებიც ნაკლებად პლასტიკური და მორთულია... საერთოდ, კავკასიური ხუროთმოძღვრება ნიმუში იყო შუა საუკუნეების ევროპის ხურმოთმოძღვრებისათვის, მისი ზეგავლენა უდავოა ჯერ ბიზანტიურზე და მერე მისი მეშვეობით დასავლეთზე.

მატე მაიორი, არქიტექტურის ისტორია, ბერლინი, 1979, ტ. 2, გვ. 37-44.

* * *

ქართული ხელოვნების მუზეუმის ექსპონატების სახით თვალწინ გვიდევს ძველი ქართული კულტურის ძეგლი. VI საუკუნის ლითონის ნახელავი გვაოცებს მაღალი ოსტატობით. ბერძნები ლითონის ჩამოსხმას აქ სწავლობდნენ.


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 282 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.01 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>