Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 3 страница



სტუმარ-მასპინძელს გაებადრა ღიმილით სახე;

ერთხანს ერთმანეთს შესცქეროდნენ მშვიდი ღიმილით,

მერე მარჯვენა გაუწოდეს ერთი მეორეს.

ძმურად გაცვალეს იარაღი, გაცვალეს სიტყვა,

სიამტკბილობა გადავიდა მამიდან შვილძე,

წმინდა კავშირი საქორწინო შეიკრა შემდეგ,

იზარდა ტომი...

სად ცხოვრობ ახლა, ხალხო, ჩემო სისხლო და ხორცო? –

რათა ხელახლა შევკრათ იგი კავშირი წმინდა

და მოვიგონოთ მამა-პაპა დაუვიწყარი?...

ფრიდრიხ ჰოლდერლინი,

დიდი გერმანელი პოეტი (1770-1843)

 

 

* * *

თამარი იყო მატრიარქი, ბრძენი და პურიტანი მმართველი, ფრთხილი და გონიერი დიპლომატი, ურყევი მებრძოლი, ღვთისმოსავი, გულმოწყალე და შემწყნარებელი ხელმწიფე.

უილიამ ალენი (1901-1973)

ინგლისელი (ირლანდიელი) ისტორიკოსი, «საქართველოს ისტორია», 1932

* * *

თბილისი ედემია, ზღაპრული ქალაქი, მიჯნურთა საამებლად აშენებული.



 

მონტესკიე (1689-1755)

 

 

* * *

ქართველები უნიკალური, ყოველმხრივ დაჯილდოებული ხალხია.

ბარონი ფონი

* * *

მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში – ქართულ სამოთხეში, და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავნია, როგორც თბილისში.

ალ. დიუმა (1803-1870)

* * *

ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ.

ალ. დიუმა

* * *

სანკტ-პეტერბურღის სამეცნიერო აკადემიის წევრი უფ. ბროსე, რომელიც ასე მცოდნეა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურისა, ამჟამად თ. ილია ჭავჭავაძის შესანიშნავ მოთხრობას «კაცია ადამიანს» სთარგმნის ფრანცუზულს ენაზედ და აბეჭდინებსო.

«დროება», 1876, 26 ნოემბერი.

 

 

* * *

სადაც უნდა ყოფილიყო მარი ბროსე – საქართველოში, საფრანგეთში, თუ სხვაგან – იგი მდიდარი ქართული კულტურის გამავრცელებლად, საქართველოს ისტორიისა და ფოლკლორის გატაცებულ მკვლევარად გვევლინება. ეს იყო ორიენტალისტიკის ფუძემდებელთაგანი, «ენთუზიაზმის კულტურის» წარმომადგენელი...

პროფ. გასტონ ბუაჩიძე

(წიგნიდან «მარი ბროსე», რომელშიაც განხილულია საქართველოს დიდი ფრანგი მეგობრის, მეცნიერ ფილოლოგის, «ქართლის ცხოვრებისა» და მრავალი სხვა ქმნილებების მთარგმნელის მრავალხმრივი ღვაწლი).

* * *

«ვეფხისტყაოსნის» სურათების დადგმა – პატარა ჩაგრული ერის დემონსტრაციას წარმოადგენდა. თეატრი მაყურებლით იყო გაჭედილი. აღფრთოვანებას საზღვარი არა ჰქონდა... კატკოვისა და კომპანიის ცხვირწინ...

მიხაი ზიჩი, სახელოვანი უნგრელი მხატვარი,

ალექსანდრე მეორის კარის მხატვარი (1827-1906), აკადემიკოსი, დაასურათა «ვეფხისტყაოსანი» (34 სურათი უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს. ინახება ხელოვნების მუზეუმში).

* * *

«კაცია ადამიანი» მშვენივრად დაწერილი, იუმორით გაჟღენთილი, ზნეჩვეულების ამსახველი ნაწარმოებია.

 

პროფ. მარი ბროსე, ფრანგი ქართველოლოგი

«ქართლის ცხოვრების» მთარგმნელი (მისი ხსოვნის დღის აღნიშვნისათვის ი.ჭავჭავაძემ მიიღო საფრანგეთის განათლების მინისტრის ჟორჟ ლეგის მადლობის წერილი.)

* * *

მარი ბროსემ დაუფასებელი ღვაწლი დასდო (ერს)... სამეცნიერო შრომით საქართველოს ისტორიისა არხეოლოგიის შესახებ, გააცნო ქვეყნიერებას ჩვენი მამული, რომელიც სამუდამოდ შეინახავს მის სახსოვარს ქართველთათვის ყოვლად ძვირფას სახელთა შორის.

 

ილია ჭავჭავაძე, «ცნობის ფურცელი», 1902

* * *

პატივცემულო პროფესორო ხახანაშვილო! გუშინ აქ მივიღე თქვენ მიერ დაწერილი ბარათი და წერილიც შოთა რუსთაველზე. ამისათვის დიდს მადლობას გაძღვნით. უღრმესი სიამოვნებით წავიკითხე წერილი, რომელიც არის ჩემთვის ძალიან საყურადღებო. ჩვენ გადავთარგმნეთ ინგლისურს ენაზედ ცხოვრება წმინდა ნინოსი... თქვენმა წერილმა დიდად მოგვეხმარა. ბევრჯერ წავიკითხე ჩინებული წერილი, რომელიც მოსკოვში მოსწავლე ქართველმა სტუდენტებმა გამომიგზავნენ, როდესაც მე თქვენი მშვენიერი და ჩემგან საყვარელი სამშობლოში ვიყავი... თქვენი ღრმად პატივისმცემელი მარჯორი უორდროპი.

 

მ.უორდროპი, წერილი ალ.ხახანიშვილს, 1896.

* * *

ქართველთა ზნე-ჩვეულებების და მათი ისტორიის მრავალ სხვა საკითხზე ცნობების შეგროვება მე შევძელი ილია ჭავჭავაძესთან ნაცნობობის წყალობით... ილია ჭავჭავაძე ჭეშმარიტად ითვლებოდა თავისი ერის წინამძროლად და ბელადად... ილია ჭავჭავაძე იყო ერთ პიროვნებაში განსახიერებული მწერალი, პოლიტიკოსი და ფინანსისტი... სათავეში ედგა ეროვნული შეგნების გამაძლიერებელ გაზეთ «ივერიას»... მისი ჯმუხი აღნაგობა, მისი ღია, ინტელიგენტური სახის ნაკვთები და მიმზიდველი ბუნება ჩემთვის სამუდამოდ დაუვიწყარია.

 

კარლ ლემან-ჰაუპტი (1861-1938),

ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი, ორიენტალისტი, ილიას სტუმარი (1898)

* * *

... ვამზადებ დიდ სტატიას ქართული ლიტერატურის, ისტორიისა და ენის შესახებ... ყოველდღე ვკითხულობ ქართულ წიგნებს. ვიმედოვნებ სრულყოფილად დავეუფლო ამ ძნელ ენას... ყველაზე უშესანიშნავესი ახლანდელი დროის პოეტებიდან თავადი ილია ჭავჭავაძეა. იგი სახელგანთქმული მოქალაქეა თბილისისა, ფრიად სტუმრის მოყვარე კაცი... ჭეშმარიტი პატრიოტი, რომელმაც თავისი ქვეყნის ლიტერატურაში მაღალი, საპატიო ადგილი დაიმკვიდრა...

 

უილამ რიჩარდ მორფილი (1834-1909),

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბრიტანეთის აკადემიის წევრი, ქართველოლოგი. ოქსფორდში შეისწავლა ქართული ენა. საქართველოში ჩამოვიდა

1888 წ., ესტუმრა ილიას. იხ. გ. შარაძე «ილია ჭავჭავაძე».

* * *

ქართველთაგან პირველმა ილია ჭავჭავაძემ გამომიწოდა ხელი, მან გამიღო ფართოდ კარები თავისი სახლისა, მანვე გამიღო თავისი გული და სული... დიდი სურვილი მქონდა ჩემი თანამემამულე ევროპელებისათვის ქართული ლიტერატურა გამეცნო. ილია ფიქრობდა, რომ მე უნდა შემედგინა ლექსთაკრებული გერმანულ ენაზე... ილია სიტყვა-სიტყვით მითარგმნიდა ქართულ ტექსტს... ბედნიერად ვრაცხ თავს, რომ დამაკავშირა კეთილშობილ ქართველ ერთან.


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 291 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.01 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>