Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 13 страница



არტურ ლაისტი

* * *

როგორც შორეული გამოძახილი ოქროს საწმისის ლეგენდისა, ისე მომევლინა ახლახან არმაზისხევის სამარხებიდან წამოსული ნაკადი ლითონის საგნებისა – უძვირფასესი საუნჯე იბერიის ძველი კულტურისა.

პროფ. გაბრიელ ბორდენაკი, რუმინელი არქეოლოგი

* * *

ვენეციის უნივერსიტეტში მე ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. ვენეციის ადმინისტრაციული ორგანოები და ჩვენი უნივერსიტეტი დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოსადმი, როგორც სხვადასხვა კულტურის თავშესაყარისამდი... ჩემთვის ძალიან ძნელი იქნება გადავაბიჯო დარიალის ხეობას და მივატოვო თქვენი გასაოცარი ქვეყანა. ძნელი კი არა, შეუძლებელიც.

ლუიჯი მაგაროტი, ქართველოლოგი, ენათმეცნიერი

* * *

ქართული ენა ყოველთვის ბედნიერებას მანიჭებს. ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა სწორედ ის, რომ ორიგინალში ვკითხულობ ქართველ მწერლებს და ვთარგმნი მათ.



ლუიჯი მაგაროტი

* * *

მოხიბლული ვარ ამ ქვეყნის სილამაზით, მისი ხალხის შრომის მოყვარეობით, მდიდარი კულტურით, პოეზიის დიდი სიყვარულით. რუსთაველის მშობელი ხალხი მართლაც პოეტური და დიდებული ერი ყოფილა.

ჯეფრი დატონი, ავსტრიელი მწერალი

* * *

ქართველებს გამორჩეული, მშვენიერი სახე აქვთ და ამაყობენ თავიანთი მშვენიერი ქვეყნით, როგორც მე ვამაყობ იმით, რომ ნიუ-იორკელი ვარ, საქართველოში კვლავ დავბრუნდები.

ბილი ჯოელი, ამერიკელი მომღერალი

* * *

სიმონს, ქართველთა ღირსეულ მეფეს... დიდად გამახარა შენმა წერილმა, რომელიც გამოხატავს შენს მტკიცე შეუდრეკელობას... ამაში ნამდვილად დაგეხმარება ყოვლის შემძლე უფლის ნება-სურვილი... მე მინდა, უფლის შეწევნით, ნამდვილად მიაღწიო აღებულ მიზანს, ხოლო თუ საჭიროება მოითხოვს, ჩემი მხრივ გამოვხატო ისეთივე სურვილი, ხელი შევუწყო ამ წამოწყებას, საამისოდ არ დავიშურებ არაფერს... დავიწყე მოლაპარაკება რომის პაპთან. უვნებლად გამყოფოს ყოვლის შემძლე უფალმა.

ფილიპეII, ესპანეთის მეფე, 1598 წ.

* * *

ჯეკსონი მომაგონებს ნახევრად ველურ ოსმალო მეკობრეებს, რომელიც ქრისტიანი კავკასიელი მონებით ეგვიპტესა და ამერიკაში ვაჭრობს.

ბენჯამინ ფრანკლინი*

__________

* ოსმალო მონითმოვაჭრეთა შედარებით პლანტატორ ჯეკსონთან უდიდესი ამერიკელი მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი ბ. ფრანკლინი გამოდის ქართველთა ქომაგად (პროფ. ვახტანგ პარკაძის თქმით). თანაც ცნობილი ხდება, რომ ქართველ ტყვეებს ამერიკაშიც ყიდდნენ (არის ვარაუდი, რომ მათ, ამ ტყვეებმა, შექმნეს «მეორე საქართველო» – ჯორჯიის შტატი).

* * *

საქართველო უმალაზესი მხარეა. ქართველებმა ქრისტიანობა სხვათა უადრეს, მეოთხე საუკუნის გარიჟრაჟზე მიიღეს.

«შუშანიკის წამების» ბერძნული გამოცემ

* * *

ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე, რუსეთის ან დასავლეთ ევროპისა, რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას. ქართული ენა, განსაკუთრებით ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება ითქვას, შინაგანი თვისებით იგი მსოფლიო ენაა.

ნიკო მარი

* * *

ვემშვიდობები ჩემს ძვირფას ქართველ მეგობრებს, რომელნიც მსოფლიოში ცნობილნი არიან ყველაზე თბილი და კეთილი გულით, ქედს ვიხრი მათი საოცარი მუსიკის წინაშე... თქვენ მოინადირეთ ამერიკული გულები.

მარკ ზუვერი, ვაშინგტონის მუზეუმის დირექტორი, 1988 წ.

* * *

დიდხანს რჩებოდა არწივთა ბუდე –

ზვიადი უშბა სიცივის ზღუდედ.

ხალხმა გაფანტა ნისლი ზღაპართა,

მონობის ჟამი წარსულს ჩაბარდა.

ერმა განკურნა გმირთა იარა,

პრომეთეს ცეცხლის ძალა გვაჩვენა:

ზევსმა, ზეკაცმა, ღმერთმა კი არა,

მამაც უბრალო კაცთა მარჯვენამ

შუქად შეუნთო უშბის მწვერვალებს

ცეცხლი ცხოველი, დღეს რომ ელვარებს.

ჰუგო ჰუპერტი, «უშბა»

* * *

თითქოს სასმისში საბედნიერო

შენი დიდების ვარსკლავი ბრწყინავს,

და ის გაუწყებს, ხალხო ძლიერო

შენს იმ შორეულ სანუკვარ დილას.

იოჰანეს ბეხერი, «ქართული სუფრული»

* * *

ძმაო ქართველო, შენც იმ წმინდა ჯვარს აქანდაკებ,

რეკენ ზარები, ბრწყინავს ოცი წმინდა კანდელი...

ოცთა საფლავზე დილით ნათლის სვეტად აღანთებ, –

დაე, მათ სულებს მარად ედგათ ნინოს ნათელი!

ფელიქს ბახჩინიანი, სომეხი პოეტი

* * *

არაბულად ამამღერა არა მზემ და არა ბედმა –

არაბულად ამამღერა განახლებულ არაბეთმა,

მაგრამ თბილისს როცა ვხედავ, ვხედავ, გული აქა მრჩება,

ისე მხიბლავს საქართველო, მისი მზე და გამარჯვება.

ზეიმობენ მთა-გორები და მათ ნისლი არა ჰბურავთ –

ათასწლოვან მზიურ ქალაქს მეც ვუმღერი არაბულად.

ალი, რაშიდ-ჰაშიდი, არაბი პოეტი

* * *

საქართველო – მშვენიერი ქვეყანაა. ჩემი თანამემამულეები ხშირად მეკითხებიან, ლეგენდებით მდიდარმა ქვეყანამ, აზიასა და ევროპას შორის კუნძულივით რომ ჩამჯდარა, რით მომაჯადოვა. უამრავი რამით! უცხოელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს უპირველეს ყოვლისა ქართველთა კეთილშობილური სტუმართმოყვარეობა, რისი წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ გერმანელებს. თან გადაგყვებიან, ყოველ ნაბიჯზე გვხდებიან, სასიამოვნო სიურპრიზებით გახარებენ, მეტადრე თუ ორიოდე სიტყვას იტყვით მათ ენაზე. ქუჩაში საკუთარ მანქანას გაგიჩერებენ, რესტორანში ღვინოს გამოგიგზავნიან, სანაქებო სუფრას გაგიშლიან, ენამჭევრი თამადა მოგხიბლავს... ქართველთა ცხოვრების არსს რომ ჩასწვდე, თვითონ უნდა იყოს მათი ზეიმის მონაწილე. გაგაოცებთ საქართველოს ძველი კულტურა, ციხე კოშკებისა და ტაძრების სახით, დიდი ხელოვნების სახით... ყოველივე ამას იოლად ვერ ჩასწვდებით.


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 240 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.01 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>