Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 12 страница



ნაციონალცაიტუნგ, 1969, 11. VI

* * *

ჩემში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბრწყინვალე ხმის მქონე მომღერალმა მაია თომაძემ... უეჭველია, რომ იგი თანამედროვე საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე ვარსკლავია, რომელსაც თავისი ელვარებით მსოფლიოს ნებისმიერი თეატრის დამშვენება შეუძლია.

ინგლისური გაზეთი «მანილა სტარ», ფილიპინები

* * *

მე გავიცანი ქართველი კაცი,

ვნახე ქვეყანა, მარად ქებული...

გულში ჩავხედე – ვიპოვე განძი,

თვით ბუნებაზე აღმატებული.

ვიგემე შენი ღვინო და პური, –

ყოველი სიტყვა მარგალიტია. –

მეგობრის სიტყვა, მიღება ძმური –

ერებისათვის მაგალითია.

ვიხილე ხალხი კეთილი, ბრძენი,

«ვეფხისტყაოსნის» გმირმა მატარა...

ვცადე შემეცნო სიმაღლე შენი,

და მე აღმოვჩნდი მეტად პატარა.

კარლ-ანდრეას ნიცშე, გერმანელი მეცნიერი მუშაკი.

«საქართველო...» 1988 წ. აგვისტო (წერილიდან)



* * *

რამაზ ჩხიკვაძე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია, აუდიტორიას ის იპყრობს დემონიური ენერგიით. ინგლისელი მაყურებელი მოაჯადოვეს ქართველმა მსახიობებმა.

«ტაიმსი», «გარდიანი», ლონდონი

* * *

აქ მეტი მეგობარი მყავს, ვიდრე ინგლისში, თქვენ შემონახული გაქვთ მეგობრობის მაღალი ტრადიცია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაინდული მეგობრობის დრო წავიდა. დავით ლანგისგანაც ვიცოდი, რომ სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, მაგრამ ჩემგან ნანახმა და განცდილმა ყოველ მოლოდინს გადააჭარბა. საქართველოს ყოველი კუთხე მოვლილი მაქვს, განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება სვანეთმა მოახდინა.

პროფ. სტივენ ჯონსი, ინგლისელი ქართველოლოგი.

* * *

ცნობილი მეცნიერი სირ მორის ბავრა ამბობს: ყოველ ხალხს ისეთი მითები აქვს, როგორსაც ისინი იმსახურებსო. ქართული მითოლოგიური სამყარო მდიდარია. უძველესი დროიდან, რაც არგონავტებმა კოლხეთის მიწაზე დადგეს ფეხი, საბერძნეთსა და საქართველოს მრავალმხრივი ისტორიულ-კულტურული ურთიერთობა ჰქონდათ.ამიტომ დიდი გამოხატულებაც ბუნებრივად ჰპოვა ამ ურთიერთობამ დიდ ქართულ მითოლოგიურ ლექსიკონში, სადაც ყურადღება გამახვილებულია ძველი საბერძნეთის მითებზე, რომლებიც შედარებით უფრო ცნობილი იყო საქართველოში. სხვადასხვა მხრიდან ეფინება შუქი მითებს, ჩატარებულია ჰერკულესის შრომა, სიამოვნებით ვეცნობი ამ ნაშრომს იმ ენაზე, რომელზედაც შეიქმნა ამდენი მითი, თქმულება, თვით «ვეფხისტყაოსანი», და ვფიქრობ, რომ ყოველი ასეთი შრომა დაფასების ღირსია, მისი ავტორი მიიღებს ჯილდოდ თანამედროვე და მომავალი თაობების მადლობას. ჩვენ ვაფასებთ ანტიკურობას – დიდი წარსულის ნიშანსვეტს.

ქეთრინ ვივიანი ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი,

«ვეფხისტყაოსნის» მთარგმნელი. წერილიდან რუსთაველის ინსტიტუტისადმი.

* * *

რუსთაველის «ვეფხისტყაოსანი» დღემდე ერთგვარ ბიბლიას წარმოადგენს ქართველთათვის, როგორც პოლიტიკური და მორალური წყარო...

თუ ვინმე მათ (ქართველებს) სამსახურს გაუწევს, ყოველთვის მზად არიან სიკეთით გადაუხადონ სამაგიერო, რითაც კი ძალა შესწევთ, თანაც ამას აკეთებენ უფაქიზესი მეგობრული გრძნობით. მოკლედ, ძალიან კარგი ხალხია.

მიხაი ზიჩი

* * *

სტოელების და სოკრატელების ძლივს შეძენილი წიგნები გაგიყიდია, რათა შეგეძინა იბერიული პერანგი! მოგებული ხარ...

კვინტ ჰორაციუს ფლაკუსი

* * *

საქართველო – ოქროს საწმისის ქვეყანაა... ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთი, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა.

ჰანს შერფიგი, დანიელი მწერალი

* * *

ქართული ენა მშვენიერი ენაა, ზუსტი და მოქნილი, ორიგინალური.

რენე ლაფონი, ქართველოლოგი

* * *

ვერ წარმომიდგენია, ადამიანი არ მოაჯადოვოს შენმა მომხიბლავმა სილამაზემ, არ აღაფრთოვანოს შენი შვილების ვაჟკაცობამ, გამბედაობამ, გულგაშლილობამ, პატრიოტიზმმა და გულის სიღრმიდან არ აღმოხდეს: «იცოცხლე, იდღეგრძელე, თავისუფალო და მშვენიერო ქართულო მიწავ, შრომის, გონებისა და სილამაზის მხარევ!»

მამედ იბრაგიმოვი, აზერბაიჯანელი პოეტი

* * *

ჩემო მკითხველო, თუ საქართველო საკადრისად მაინც ვერ დაგიხატე, გაიხსენე ირლანდიაც, იტალიაც, ჰოლანდიაც, ავსტრიაც და შვეიცარიაც... არც კნუტ ჰამსუნი დაივიწყო, 1903 წელს საქართველოს რომ «თავგადასავალთა ქვეყანა» უწოდა და კარგად თვითონაც ვერ გაარკვია, მართლა ნახა ის თუ დაესიზმრა.

ადოლფ ენდლერი, გერმანელი მწერალი

* * *

საქართველოსაც ყველა სამხრეთული ქვეყნის სიკეთის მადლი ჰფენია. აქაური ხალხის ცხოვრებაში სრული დინამიზმი და ტრადიციულად მხიარული განწყობილება იგრძნობა. ქართველები გულწრფელი, ენაწყლიანი, ლაღი და ტემპერამენტიანი ხალხია... ნამდვილი შემოქმედებითი ასპარეზია ქართული სუფრა... საქართველო მზიური, მრავალფეროვანი ქვეყანაა.

გილერმო დიას პლაია, ესპანელი მეცნიერი, აკადემიკოსი

* * *

თუ შეიძლება საქართველოს სიმბოლური სინონიმი გამოეძებნოს, მე ვიტყოდი, რომ ეს ედემია. ეს საოცარი მხარე ზღაპრული მშვენიერების, სიკეთის, სიბრძნის, ბედნიერების, მძლავრი შემოქმედებითი შრომის, სიხარულისა და უკვდავების უშრეტი წყაროა, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული ერთიმეორეზე უკეთესი წალკოტია.

გუნთერ ბროკი, გერმანელი ჟურნალისტი

* * *

გამაოცა ქართული ენის დროთა და კილოთა სიუხვემ.

ლაიბნიცი

* * *

ქართული ენა მსოფლიოს მერვე საოცრებაა.

დოდონა კიზირია, ამერიკელი მეცნიერი

* * *

ჩემი ღრმა რწმენით, ისტორიულად ასე ტანჯული ქართველი ერი კაცობრიობაში დაიმკვიდრებს იმ ადგილს, რომლის ღირსიცაა მისი ათასწლიანი სახელმწიფო კულტურა.


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 271 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.01 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>