Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 15 страница



ცვივა და ცვივა სპეკალი! ვერც კი გასწვდები გონებით;

სიტყვა – შვება და ტკივილი, ვერვისგან ანაწონები!

ერთი სტრიქონი – მეხია, ქუხილად გასაგონები:

«მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!»

ეს რა მოსდის სკოვოროდას! სიტყვა ჰგავსო გრიგალს!

მონებს – თავისუფლებაო! – გულზე მოხვდა გრიგოლს. –

დე, დღეიდან რუსთაველი მარად ჩემთან იყოს!

განუყრელი მეგობარი შევიძინე თითქოს...

ზე წამოდგა სკოვოროდა, ააჟღერა ქნარი:

«რუსთაველის სიტყვამ გულში ჩამიყენა დარი!

ჰოი, გმადლობ, რუსთაველო, გამაცოცხლე მკვდარი,

დახშულ გულში შემომეჭრა სიხარულის ქარი,

წუთისოფლის სიამისთვის მე გავაღე კარი!»

პავლო ტიჩინა,

«დავით გურამიშვილი უკითხავს გრიგოლ სკოვოროდას «ვეფხისტყაოსანს»

* * *

კავკასია ხდება ლერმონტოვის პოეტური სამშობლო, რომელიც მას მხურვალედ უყვარს. მარადიული თოვლის გვირგვინით მოსილ კავკასიის მიუღწეველ მწვერვალებზე პოულობს ის თავის პარნასს. მის მძინვარე თერგში, მისი მთის ნაკადებში, მის სამკურნალო წყაროებში პოულობს ის თავის კასტალიის წყაროს, თავის ჰიპოკრენას...



ბესარიონ ბელინსკი, «მწირის» გარჩევა

* * *

საქართველოს ისტორია ერთიანი მარტიროლოგიაა. შექსპირს შეეძლო აქ ეპოვნა ფასდაუდებელი ტრაგიკული სიუჟეტების უშრეტი წყარო.

ვასილ ველიჩკო (დაიბ. 1860 წ.),

ნიჭითა და პრინციპულობით ცნობილი ჟურნალისტი და პოეტი, «კავკაზის» რედაქტორი (რეაქციულმა ძალებმა მოხსნეს 1899 წ.). მთელი შეგნებით შეიყვარა ქართველები, იცავდა მათ ყოველგვარი ვერაგობისაგან

* * *

მთელს ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებით თბილისში მოღვაწეობის დროს პატივსა ვცემდი, მიყვარდა და ვიცავდი რიცხვმცირე, კაცთმოყვარე, კეთილშობილ ქართველ ხალხს, ვიცავდი ორგულთა ვერაგობისაგან, და ვერასოდეს ვერავითარი მზაკვრული ღონისძიებით ვერ შეარყიეს ჩემი რწმენა, ამ ერისადმი ერთგულება.

* * *

ტყუილად როდი უმღეროდნენ ჩვენი რუსი პოეტები მშვენიერ საქართველოს, უძველეს ტაძართა, კოშკების, ყვავილების, სიმრერებისა და გადმოცემის მხარეს. ივერიის მიწა – წმინდა ქალწულის წილხვდომილი, წმინდა გიორგის მხარე, ჩვენი ძმები – ქართველები, რომელთა ნიჭსა და სიმამაცეზე მრავალი საუკუნის წინაც სიყვარულით ლაპარაკობენ ჩვენი კეთილი წინაპრები, როგორც მართლმადიდებლობის ძველ გმირულ კერაზე, – ამ გმირი ხალხის ტანჯვა-წამება სარწმუნოებისა და დამოუკიდებლობისათვის მუდამ პოულობდა გამოძახილს და თანაგრძნობას ჩრდილოეთის ერთმორწმუნე ხალხში. ეს სიახლოვე მუდამ იზრდებოდა და უთუოდ უნდა დამთავრებულიყო ნებაყოფლობითი ძმური შეერთებით. ეს ჩვენთვის სულიერად მახლობელი ხალხია. მასთან კავშირი სხივმოსილია ქართული რაინდული სულით, რუსეთის დროშების ქვეშ დაღვრილი ქართველთა სისხლით. თუ სხვები ფარულად ესროდნენ, ქართველები მოძმეებს მკერდით იცავდნენ.

ვ. ველიჩკო,

თხუზულებათა სრული კრებული, პეტერბურგი, 1904, გვ. 23.

* * *

შალვა ნუცუბუძის მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობიდან ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლური რენესანსის იდეა, რომელმაც ნიადაგი მოუმზადა ევროპულ, უფრო სწორად იტალიურ რენესანსს. ამ იდეას მსოფლიო მეცნიერებაში ყველა ერთნაირად არ იზიარებს, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ვინმე მის უარყოფას ახერხებდეს. პრინციპში ის აღიარებულია.

ადა და იგორ ბიჩკოები, კიევის უნივერსიტეტის პროფესორები

* * *

როგორია ეროვნული ტრადიციის როლი მონუმენტურ ხელოვნებაში? როცა ჩემს სტუდენტებს ვესაუბრები ხელოვნების საყოველთაო ხასიათზე, ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ეს საყოველთაოობა, ზოგადკაცობრიულობა თავის ჭეშმარიტ გამოვლინებას პოულობს მხოლოდ ეროვნულ ხელოვნებაში, ნაციონალური ტრადიციის კალაპოტში. ეს დამახასიათებელია ყოველი ხელოვნებისათვის. იგივე შემოქმედებითი ორიგინალობა ახასიათებს ქართველ კ. მერაბისვილსაც. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან ჩვენი გაგება ინტერნაციონალიზმისა სულაც არ გულისხმობს გათქვეფას და შერევას ეროვნულისას საერთო ნაკადში, არამედ მის დამოუკიდებელ არსებობას და განვითარებას.

ლევ კერბელი (დაიბ. 1917 წ.),

აკადემიკოსი, მოქანდაკე, სსრკ სახალხო მხატვარი

* * *

უწინაც გაგონილი მქონდა, რომ საქართველო ქებული ქვეყანაა, ცნობილი თავისი გულთბილი, მოსიყვარულე ადამიანებით. ნანახი გაგონილს ემთხვევა. მინდა ამერიკელებმა უფრო ახლო გაიცნონ საქართველო. თბილისი ის ადგილია, სადაც ასეთი შეხვედრები უნდა ეწყობოდეს.

რიკ ინდერფუტი, ამერიკელი ჟურნალისტი, 1988

* * *

რუსეთში ამჟამად არ არიან კარგი გენერლები. ერთადერთი გამონაკლისია ბაგრატიონი.

ნაპოლეონი, ბოროდინოს ბრძოლის წინ (მეფის ელჩს უთხრა).

* * *

მე არ ვიცი ბაგრატიონის სამხედრო ნიჭის საიდუმლოება, მაგრამ ბრძოლის ველზე ის სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს და მისი გადაწყვეტილება ყოველთვის გამარჯვებით გვირგვინდება.

ბარკლაი-დე-ტოლი (მეფეს უთხრა)

* * *

დღეს ომის ყველა ვეტერანი აქაა და ომის ღმერთიც აქ უნდა იყოს.

გმირი და პოეტი დენის დავიდოვი

* * *

ამ 2600 წლის განმავლობაში ქართველთა და ებრაელთა შორის არასოდეს არ ყოფილა შუღლი და მტრობა. საუკუნეების სიღრმიდან გვერდიგვერდ მოდის ეს ორი ერი – ბიბლიისა და ვეფხისტყაოსნის შემქმნელი ერები ერთად ეწევიან ცხოვრების ჭაპანს. ამის დავიწყება არ შეიძლება.

ქართველ ებრაელთა წერილი

* * *

ვმუშაობ ინდოევროპულ და ქართველური ენების საერთო ლექსიკურ კავშირზე, რაც უძველესი კონტაქტების შედეგადაა შექმნილი და ზოგს მოძველებული ჰგონია! მართალია, ერთადერთი რუსი ვარ, რომელიც ლექციებს ქართულ ენაზე ვკითხულობ, მაგრამ მრცხვენია საქართველოში ჩამოვიდე და ქართველ სტუდენტებს ლექციები რუსულ ენაზე წავუკითხო.


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 229 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.009 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>