Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39. 2 страница



არქანჯელო ლამბერტი (ილ. ტაბაღუა,

«საქართველო ევროპის არქივებისა და წიგნსაცავებში», II)

 

 

* * *

თეიმურაზ მეფის მშვენიერი დესპანის ქება - დიდებამ სპარსეთშიც შეაღწია... შაჰი დიდი ხანია მასთან შეხვედრაზე ოცნებობდა და მისმა სილამაზემ იმდენად შეიპყრო, რომ უსირცხვილოდ შესთავაზა დამორჩილებოდა მის აულაგმავ ვნებას. დედოფალმა, რომლის პატიოსნება და უმწიკვლობა კიდობნიდან ამოფრენილი ქათქათა გვრიტისას შეედრებოდა, შაჰს უხამს წინადადებაზე მტკიცე უარით უპასუხა*.

ამბროსიო დუშ ანჟუში, პორტუგალიელი მისიონერი,

მონასტრის წინამძღვარი, ქეთევანის მოძღვარი შაჰის საპყრობილეში (ილ. ტაბაღუას ცნობებიდან)

__________

* პროფ. ილია ტაბაღუა, რომელიცამ ძვირფას ცნობებს უფრო დაწვრილებით გვაწვდის, აქ რატომღაც არ ასახელებს XVII საუკუნის დიდი გერმანელი პოეტის ანდრეას გრიფიუსის დრამას «ქეთევან ქართველს», სადაც შაჰის ამაო ტრფობა კლასიკური ძალითაა გადმოცემული (ამ პრობლემებზე დიდი მუშაობა აქვს გაწეული თამაზ ნატროშვილს). გრიფიუსი ადასტურებს ასეთი ტრფობის ფაქტს, რაც ზ. ავალიშვილს არ სჯერა, ქეთევანის ხანდაზმულობის გამო, მაგრამ ქეთევანი 1614 წელს სულაც არ იყო ხანდაზმული.



* * *

როდესაც ქეთევანს საბჭოს გადაწყვეტილება აცნობეს, ეს დიდსულოვანი და კეთილშობილი ქალბატონი მაშინვე დათანხმდა (სპარსეთს წასვლაზე), არც კი უფიქრია იმ საფრთხეზე, რომლის წინაშეც ის შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, ვინაიდან იცოდა, რომ ეს ხიფათი თავისი სამშობლოს გადარჩენის შესაძლებლობასთან შედარებით მისთვის უმნიშვნელო იქნებოდა.

დუშ ანჟუში

* * *

ქეთევან დედოფალი სამსხვერპლოზე მეორე მარიამ სტიუარტი იყო…იგი დაიტანჯა ისეთი მრავალგვარი წამებით, რომელთაგან თითოეული ბევრ მოწამეს დიდებით შემოსავდა.

დუშ ანჟუში

* * *

ეს ქალბატონი (ქეთევანი) არანაკლებ მამაცი იყო, ვიდრე რომაელ მხედარმთავარ კორიოლანუსის დედა ვიტორია, რომელიც მშობლიური ქალაქის გადასარჩენად წავიდა საკუთარ შვილთან, რითაც განსაკუთრებული რისკი გაწია. რომაელთა მიერ შეურაცყოფილი და განკიცხული კორიოლანუსი რომის გასანადგურებლად მივიდა, მაგრამ მშობელი დედის გახსნილი მკერდი რომ იხილა, შესძახა: «დაიპყარი და გაიმარჯვე!» – და თავისი არმია უკან გააბრუნა... ქეთევანი კი აწამეს!

დუშ ანჟუში

* * *

იბერიელებისა და ქართველთა მოქცევის თაობაზე ბორონიუსთან* ვკითხულობთ, რომ მათ ქრისტიანული სარწმუნოება მიიღეს 100 წელს წმინდანი პაპის კლემენტის ქადაგების შედეგად, რომელიც იმპერატორმა ტრაიანემ გადაასახლა ქერსონესის კუნძულზე (ყირიმი). მე უფრო დასაბუთებულად მიმაჩნია მამა თომას დე იეზუს კარმელიტის თვალსაზრისი... იგი ამბობს, რომ იბერიელები მოაქცია ბრწყინვალე განმანათლებელმა წმ. ნინომ...

ჟან შარდენი (1643-1713),

«მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში» (ფრანგი მოგზაური)

__________

* ბარონიუსი (1538-1607) - იტალიელი ისტორიკოსი, «საეკლესიო ანალების» ავტორი

* * *

ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.

იმანუილ კანტი, II, 279

* * *

საქართველო მზეთუნახავთა ორენჟერეა გახლავთ.

იმ. კანტი

* * *

შაჰ აბასი იყო ტირანი. არც მტერს ინდობდა, არც მოყვარეს. მას მარტო ქრისტიანობის საკითხი არ აღელვებდა. უნდოდა ქართველების სრული მოსპობა და მდიდარი ქვეყნის ხელში ჩაგდება... შაჰს განსაკუთრებით ეშინოდა ქართველებისა, რადგან იცოდა, მათი საბოლოოდ დამორჩილება შეუძლებელი იყო.

პიეტრო დელა ვალე, «სპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა», 1628

(პროფ. ილია ტაბაღუას პუბლიკაცია).

 

* * *

ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი, ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ... საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება.

ქეთევან დედოფალმა უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰის ბრძანებით ის წამებით მოკლეს. მან უფლის შემწეობით ჩაშალა შაჰის ზრახვები. ქეთევან დედოფლის მოკვდინება – ეს იყო უდიდესი სისასტიკე, როგორიც კი შაჰ აბასს ოდესმე ჩაუდენია. მან ხელი გაისვარა ასეთი ღირსეული მანდილოსნის სისხლით. ღირსეულისა არა მარტო წამების ატანით, არამედ იმ დიდი პატივისცემით, რაც მან სავსებით დაიმსახურა.

პიეტრო დელა ვალე

* * *

მცირე აზია ოდესღაც თითქმის მთლიანად დასახლებული იყო იმ ხალხებით, რომლებიც ხეთებთან ერთად შეადგენდნენ ერთ მონოლითურ ეთნიურ ჯგუფს.იმ ძველ ხალხთა უშუალო მონათესავედ უნდა ჩავთვალოთ ქართველებიც.

 

ფრიც ჰომელი, (ჰომელლ, დაიბად. 1854 წ.)

ორიენტალისტი, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი.

* * *

... ძნელია, ძნელი, მიატოვო წმინდა სავანე,

სადაც შობილხარ, გიცხოვრია, გალაღებულხარ...

ასე ფიქრობენ: მსგავსი მხარე სად იქნებაო!

სად ვიცხოვრებთო ასე ლაღად და ბედნიერად!

მე კი მიმიწევს მაინც გული კავკასიაში!

რადგან მსმენია, თითქოს ზღაპრად გამიგონია:

რომ იქ მგოსნები მერცხლებივით დანავარდობენ –

მათი ხვედრია თავისუფლება!

გარდა ამისა, ბავშვობაში მიამბეს ისიც,

რომ გერმანული ტომი ჩვენთა მამა-პაპათა

სამხრეთს წასულა, გაჰყოლია დუნაის ზვირთებს,

ჩრდილს დაეძებდა მზიან დღეში, და მზის შვილებთან

შავი ზღვის პირას გაშლილ ველზე დასახლებულა. –

იმ დალოცვილი ქვეყნისათვის განა ტყუილად

უწოდებიათ სტუმართმოყვარე! –

რადგან ესტუმრა კოლხებს უცხო ხალხი თუ არა,

მიუახლოვდნენ უცნობსა და ცნობის მოყვარეს,

ზეთისხილის ქვეშ დასვეს თურმე მშვიდობიანად...

უცხოდ ემოსათ, უცხო იყო ენაც მოსულთა,

და ვერაფერი ვერ გაუგეს ერთიმეორეს.

ის იყო, უნდა ჩამოეგდოთ განხეთქილება,

მაგრამ ფოთლები აშრიალდნენ მაცოცხლებელნი,


Дата добавления: 2015-09-29; просмотров: 296 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.011 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>