Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

7 страница.

Читайте также:
  1. 1 страница
  2. 1 страница
  3. 1 страница
  4. 1 страница
  5. 1 страница
  6. 1 страница
  7. 1 страница

ხელმწიფე, რა თქმა უნდა, პირს ვერ გადავიდოდა, გამოიყვანა თავისი მზეთუნახავი ქალი და მეჩონგურეს ჩააბარა. ქორწილიც თვითონვე გადაუხადა და ახალი სიძე სასახლის მოსაკრავეთა უფროსად დანიშნა.

ჭირი - იქა, ლხინი - აქა,
ქატო - იქა, ფქვილი - აქა.

 

http://children.iatp.ge/mcerloba/zgaprebi/qartuli_zgaprebi/mechongure.htm

 

ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი

იყო ერთი დიდებული ხელმწიფე. როდესაც დაბერდა და სიკვდილის ჟამი დაუდგა, დაუძახა თავის ერთადერთ მემკვიდრეს და უთხრა:

- შვილო, ხომ ხედავ, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, ფეხი სამარეში მიდგას, ქვეყანა შენს ხელთ უნდა მოექცეს. წადი და ყველა მხარეში თითო სახლი აიშენე, რომ გაჭირვება იქნება, თუ სხვა რამ, თავი იქ შეაფაროო.

შვილმა გაუგონა მამას, დაუხანებლად ადგა, წაიღო ფული და წავიდა. თავის სახელმწიფოში, სადაც კი მოეწონა ადგილი, მთა იყო, გორა, სოფელი თუ ტყე, მშვენიერი სახლები ააშენა. როცა ყველგან მორჩა სახლების აშენებას, დაბრუნდა მამასთან.

მამამ ჰკითხა:

- რა ჰქენი, შვილო, ააშენე ყველგან სახლები, როგორც გითხარი, თუ არაო?

- ავაშენე, - უპასუხა გულდამშვიდებით შვილმა, - სადაც ან მთა, ან კორდი მომეწონა, ყველგან მშვენიერი სასახლე დავდგიო.

- ვაჰ, შენს მტერსა, შვილო, შენ ის სახლები არ აგიშენებია, რაც მე გითხარი. ცარიელი სახლები გაჭირვებაში კაცს ვერ შეიფარებს. მე ის გითხარი, წადი, ყველგან თითო პატიოსანი კაცი დაიმეგობრე, შეიყვარე და შენი სახლი ის იქნება-მეთქი. სადაც კაცს კარგი და პატიოსანი მეგობარი ჰყავს, ის იმისთვის სახლიც არის და ბანიცო.

 

http://children.iatp.ge/mcerloba/zgaprebi/qartuli_zgaprebi/mefe_da_shvili.htm

 

უქნარა შვილი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელსაც მეტად ზარმაცი და უქნარა შვილი ჰყავდა. სანამ ძალა მოსდევდა, არჩენდა შვილს, არაფერს აკლებდა, მაგრამ ბოლოს მოხუცდა და ოჯახის შენახვა გაუჭირდა. იფიქრა, ბიჭი თავისი უქნარობით დაიღუპებაო, დაუძახა ერთ დღეს და გამოსაცდელად უთხრა: - მე საცაა მოვკვდები და ჩემი ქონება სხვა უნდა დავუტოვო, რადგან შენ, სულ ერთია, ვერ მოიხმარ, უქნარობით გაანიავებ. მუშაობა გეზარება, სულ მცირეოდენი ფულის შოვნაც კი არ შეგიძლიაო.

- რატომ არ შემიძლიაო, - იწყინა ბიჭმა.

- თუ შეგიძლია, წადი, შენი ნაშოვნი ფული მოიტანე და ქონებასაც მაშინ დაგიტოვებო.

ბიჭი ხომ არაფრის გამკეთებელი იყო და გადაწყვიტა, ქონება ეშმაკობით ჩაეგდო ხელში. სახლში ჩუმად აიღო მამის ფული, წავიდა, ქუჩა-ქუჩა უქმად იხეტიალა, საღამოს დაბრუნდა შინ, მამას მისივე ფული მოუტანა და უთხრა:

- გადავყევი მაგის შოვნასო.

მამამ შვილის მოტანილი ფული დაყნოსა, გადააბრუნ-გადმოაბრუნა და ბუხარში შეუძახა.

- ეს შენი ნაშოვნი არააო! - უთხრა შვილს. ბიჭმა გაიცინა და გაეცალა. მეორე დღეს ისევ ჩუმად აიღო მამის ფული. ქუჩა-ქუჩა უქმად იხეტიალა, საღამოს კი იმდენი ირბინა, გაოფლიანდა, შევარდა მამასთან და უთხრა:

- ხომ ხედავ, როგორი გაოფლილი მაქვს შუბლი, ძლივს ვიშოვე ეს ფულიო.

მამამ შვილის მოტანილი ფული დაყნოსა, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, ბუხარში შეუძახა და უთხრა:

- მატყუებ, ეს შენი ნაშოვნი არააო!

ბიჭმა გაიცინა და გაეცალა. იგი მიხვდა, რომ საქმე წახდა, მამა ჭკვიანი კაცი იყო და ვერ მოატყუებდა. ამიტომ გადაწყვიტა, მართლა საკუთარი ოფლით და შრომით ეშოვა ფული. მთელი კვირა იმუშავა, ზოგს რა გადაუზიდა, ზოგს რა გაუკეთა, მოაგროვა ცოტაოდენი ფული და მიუტანა მამას. მამამ შვილის მოტანილი ფული დაყნოსა, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, ბუხარში შეუძახა და უთხრა:

- არა, ეს შენი ნაშოვნი არააო!

ახლა კი გადაირია ბიჭი, ორივე ხელით ეცა ბუხარში შეგდებულ ფულს, გამოიტანა და იყვირა:

- რა ჰქენი, მამაჩემო, მაგის შოვნას მე ერთი კვირა გადავყევი და შენ ცეცხლში ყრიო!

მამამ უთხრა:

- ახლა კი მჯერა, შვილო, შენი. მაგ ფულზე ისე დაგეწვა გული, ნამდვილად შენი შრომითაა ნაშოვნი. ასეა, ფულის შოვნა ძნელია, იმუშავებ, გექნება და იცხოვრებ, არ იმუშავებ და შიმშილით ამოგძვრება სულიო.

ამის შემდეგ მამამ დაუტოვა შვილს ქონება, ხოლო თვითონ მშვიდად გაემგზავრა იქ, საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან.

 

http://children.iatp.ge/mcerloba/zgaprebi/qartuli_zgaprebi/uqnara.htm

 

ოქროსტარიანი ცული

იყო და არა იყო რა, იყო სამი ძმა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ისინი გაიყარნენ და ქონება გაიყვეს. ბოლოლა ძმამ თავის წილ ქონებაზე უარი თქვა, ძმებს დაუტოვა, მხოლოდ მამაპაპეული ცული აიღო და ბედის საძიებლად წავიდა. წავიდა და ერთ ბატონს დაუდგა მოჯამაგირედ.

ერთ დღეს ბატონმა ბოლოლა ძმა ტყეში გაუშვა შეშის მოსაჭრელად. ბიჭმა გაიმზადა სამი დღის საგზალი, აიღო სახლიდან წამოღებული ცული და გაუდგა გზას. ბევრი შეშა მოჭრა, დაიღალა და პურის საჭრელად მდინარეზე ჩავიდა. ძალიან სწყუროდა. წყალს დაეწაფა, თავი ვერ შეიკავა და მდინარეში გადავარდა. თვითონ გადარჩა, ცული კი წყალში ჩაუვარდა. ბევრი ეძება, ბევრი იწვალა, მაგრამ ამოდენა მდინარეში ცულს აბა რას იპოვიდა!

რა ექნა საწყალს. ჩამოჯდა ქვაზე და ჩასძახა წყალს:

- ჩემი ცული გამომიჩინე, ღმერთი არა გწამს! უცულოდ რა გავაკეთო!

სად იყო და სად არა, მდინარის ნაპირას ერთი წვერიანი კაცი გამოჩნდა.

- გამარჯობაო, - უთხრა ბოლოლას. - კეთილო კაცო, რას დაღონებულხარ, რა გაგჭირვებიაო? - ჰკითხა.

- დასაღონებელი როგორ არა მაქვს. მდინარეში ცული ჩამივარდა და ვერ მიპოვიაო.

წვერიანი კაცი გადაეშვა მდინარეში, ამოიღო ოქროსტარიანი ცული და გაუწოდა ბოლოლას:

- აი, შენი ცული აქ ყოფილაო.

- არა, ეგ ჩემი არაა, სხვის ცულს ხომ ვერ წავიღებო, - მიუგო ბიჭმა წვერიანს.

წვერიანმა კაცმა ოქროსტარიანი ცული ნაპირზე გადმოისროლა, კვლავ ჩაყო ხელი წყალში და ახლა ვერცხლისტარიანი ცული ამოიღო.

- აი, შენი ცული აგერ ყოფილაო.

- არა, არც ესაა ჩემი ცული, სხვისას ხომ ვერ წავიღებო, - უთხრა წვერიანს ბოლოლა ძმამ.

წვერიანმა ვერცხლისტარიანი ცულიც ნაპირზე გადმოისროლა და ისევ ჩაჰყო ხელი წყალში. ახლა სპილენძისტარიანი ცული ამოიღო და გაუწოდა ბოლოლა ძმას. ბოლოლამ იუარა:

- არც ესაა ჩემი ცული, სხვისას კი ხელს ვერ მოვკიდებო.


Дата добавления: 0000-00-00; просмотров: 221 | Нарушение авторских прав


<== предыдущая страница | следующая страница ==>
Святые и святыни| Грузинские танцы

mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.008 сек.)