Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

LAMP - არის Linux Apache MySQL PHP სერვერების კრებული,



როგორც წინალ ლექციებში ვამბოდი Linux არის ყველაზე პოპულარული და გავრცელებული სასერვერო საოპერაციო სისტემა.

მისი კონფიგურაცია, როგორც სერვერი ძალიან მარტივია და ამისთვის სავალდებულო არ არის სერვერული დისტრიბუტივის გამოყენება. Ubuntu-ს ჩვეულებრივ სამაგიდე ვერსიაშიც არის შესაძლებელი ამ სერვისების დაყენება, თუმცა წარმოებაში ჩასაშვებად სასურველია გამოიყენოთ სერვერული ვერსია, რომელიც ხელმისაწვდომია ოფიციალურ სერვერზე

 

releases.ubuntu.com

 

LAMP - არის Linux Apache MySQL PHP სერვერების კრებული, რომელიც თქვენს პერსონალურ კომპიუტერს სრულყოფილ Web სერვერად გადააქცევს.

 

Apache - არის მრავალფუნქციური უსაფრთხო და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული web სერვერი და ის ინტერნეტ სერვისების მიერ ფართოდ გამოიყენება. მისი დაყენება უფასოა, რადგან ის არის ღია-კოდით გავრცელებადი პროგრამული უზრუნველყოფა და Apache ლიცენზიას იყენებს.



 

MySQL არის მონაცემთა ბაზების სერვერი, რომელიც SQL მოთხოვნების ენას იყენებს და ის ასევე ძალიან პოპულარულია მონაცემთა ბაზების სერვერებს შორის. რა თქმა უნდა ის ღია კოდით ვრცელდება და მისი გამოყენება სრულიად უფასოა და GPLv2 ლიცენზიით არის დაცული.

 

PHP არის Power Hypertext Processor - სერვერი, რომელიც PHP ენაზე დაწერილ პროგრამებს ასრულებს სერვერზე და ის ფართოდ გამოიყენება ვებ-საიტებზე MySQL-თან ერთად და ის PHP License-ით უფასოდ ვრცელდება.

 

იმის გარდა, რომ დავაყენებთ სერვერებს დაგვჭირდება phpmyadmin აპლიკაცია, რომელიც MySQL მონაცემთა ბაზების სამართავად არის საჭირო. ასევე webmin აპლიკაცია, რომელიც ჩვენი სერვერის მართვის საშუალებას web ინტერფეისის საშუალებით მოგვცემს.

 

მას შემდეგ რაც სამაგიდე საოპერაციო სისტემაზე ან სერვერზე დააყენებთ საბაზისო სისტემას შეგიძლიათ შეუდგეთ სერვერული კომპონენტების დაყენებას.

 

Ubuntu-ს სამაგიდო ვერსიაზე ტერმინალში აკრიფეთ ბრძანება

 

sudo apt-get install tasksel

 

მისი დაყენების შემდეგ თქვენ შეძლებთ ფუნქციონალის დამატებას საოპერაციო სისტემაში მარტივი ინტერფეისის საშუალებით

 

გაუშვით ბრძანება

 

sudo tasksel

 

მონიშნეთ LAMP server პუნქტი მასზე გადასვლით და Space ღილაკზე დაჭერით. შემდეგ დააჭირეთ TAB-და დააჭირეთ OK-ს Enter ღილაკის საშუალებით.

 

 

პროგრამა ავტომატურად ჩამოტვირთავს ყველა პაკეტს და შეუდგება მათ სათითაოდ კონფიგურაციას.

 


 

 

MySQL - სერვერის კონფიგურაციისთვის აუცილებელია მისი root მომხმარებლის პაროლის მითითება და ეს არანაირად არ არის თქვენი სისტემის root მომხმარებელი და ეკუთვნის მხოლოდ MySQL სერვერს.

 

 

მას შემდეგ რაც დასრულდება ყველაფერი თქვენ შეძლებთ თქვენს სერვერზე შესვლას ლოკალურად ან მოშორებულად მისი IP მისამართის ბრაუზერში მითითებით

 

 

მას შემდეგ რაც ვნახავთ რომ Apaceh 2 Ubuntu Default Page ნორმალურად გამოისახება ბრაუზერში შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ სერვერების ინსტალაცია წარმატებით დასრულდა.

 

 


 

 

მოდით დავაყენოთ phpmyadmin, რომელიც ასევე მარტივად შეგიძლიათ გაუშვათ ბრძანებით:

 

sudo apt-get install phpmyadmin

 

 

მისი კონფიგურაციის დიალოგში არ დაგავიწყდეთ მონიშნოთ apache2 რათა ჩვენი ვებ-სერვერის საშუალებით მივიღოთ ამ პროგრამაზე წვდომა.

 

დაეთანხმეთ კონფიგურაციის მოთხოვნას რისთვისაც მონიშნეთ Yes და დააჭირეთ Enter ღილაკს.

 

 

შეიყვანეთ MySQL სერვერის ადმინისტრატორის პაროლი, რომელიც სერვერის ინსტალაციისას მიუთითეთ, რომ phpmyadmin-მა შეძლოს სერვერთან მუშაობა.

 

 

ასევე დააყენეთ პაროლი რითაც phpmyadmin გაივლის რეგისტრაციას სერვერზე.

 

ინსტალაციის დასრულებისთანავე თქვენს ბრაუზერში აკრიფეთ IP მისამართი /phpmyadmin სადაც შეძლებთ MySQL მონაცემთა ბაზების მართვას ვებ ინტერფეისის საშუალებით.

 

ბრაუზერში გამოჩნდება phpMyAdmin-ის ლოგო, ენის არჩევანი და ავტორიზაციის ველები.

 

მიუთითეთ

 

root

 

და თქვენს მიერ დაყენებული პაროლი

 

 

თუ თქვენ ყველაფერი სწორად გააკეთეთ უნდა გამოვიდეს აპლიკაციის მთავარი ფანჯარა საიდანაც თქვენი MySQL სერვერის მართვა არის შესაძლებელი.

 

webmin - ის დაყენებისთვის საჭიროა ცალკე პაკეტების რეპოზიტორიის დამატება, რადგანაც Ubuntu-ს ოფიციალურ სერვერზე არ არის ეს პაკეტი განთავსებული

 

ამისათვის დაამატეთ ფაილში /etc/apt/sources.list საჭირო სტრიქონები

 

ტერმინალში აკრიფეთ ბრძანება:

 

sudo gedit /etc/apt/sources.list

 

ფაილის ბოლოში დაამატეთ სტრიქონები

 

deb http://download.webmin.com/download/repository sarge contrib

deb http://webmin.mirror.somersettechsolutions.co.uk/repository sarge contrib

 

შეინახეთ ფაილი და დახურეთ რედაქტორი

 

 


 

 

ტერმინალში აკრიფეთ:

 

wget http://www.webmin.com/jcameron-key.asc

sudo apt-key add jcameron-key.asc

 

რითაც თქვენს სისტემაში გადმოიწერებე რეპოზიტორიის გასაღები

 

და ბოლოს პაკეტის დასაყენებლად გაუშვით შემდეგი ბრძანებები:

 

sudo apt-get update

sudo apt-get install webmin

 

პროცესის დასრულების შემდეგ ბრაუზერში აკრიფეთ

 

https://თქვენი Ubuntu-ს IP მისამართი:10000

 

შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, რის შემდეგაც შეძლებთ Webmin-ით სარგებლობას.

 

 


Дата добавления: 2015-11-05; просмотров: 218 | Нарушение авторских прав




<== предыдущая лекция | следующая лекция ==>
 | Уважаемые хвойнинцы и гости района!

mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.019 сек.)