Студопедия
Случайная страница | ТОМ-1 | ТОМ-2 | ТОМ-3
АрхитектураБиологияГеографияДругоеИностранные языки
ИнформатикаИсторияКультураЛитератураМатематика
МедицинаМеханикаОбразованиеОхрана трудаПедагогика
ПолитикаПравоПрограммированиеПсихологияРелигия
СоциологияСпортСтроительствоФизикаФилософия
ФинансыХимияЭкологияЭкономикаЭлектроника

2. აკურთხევს, სული ჩემი, უფალსა და 11 страница



მღვდელი: კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთ-მოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღვდელი: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

გუნდი: დიდება, აწ და. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღვდელი ამბობს განსატევებელს (კვირას):

მკვდრეთით აღდგომილმან, ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა (ან: ბასილი დიდისა, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსისა) და წმიდისა (და სახელი წმინდამისა, ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანისაც ვისი სახელის ხსენებაცაა იმ დღეს), წმინდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.



მრავალჟამიერი

განსატევებლის შემდეგ მღვდელი იღებს ტრაპეზიდან ჯვარს, აკურთხებს მრევლს. მრევლი ემთხვევა ჯვარს. იკითხება ზიარების შემდგომი სამადლობელო ლოცვები. მღვდელი შედის საკურთხეველში. იხურება აღსავლის კარი და კრეტსაბმელი.

 


Дата добавления: 2015-08-29; просмотров: 18 | Нарушение авторских прав







mybiblioteka.su - 2015-2024 год. (0.007 сек.)







<== предыдущая лекция | следующая лекция ==>